სიახლეები
სკოლები

აწყვიტის საჯარო სკოლის მასწავლებელმა პირველკლასელებს საანბანო პერიოდის დაწყება ზეიმად უქცია
16-10-2023
-
+


ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს. 

12 ოქტომბერს, I კლასში საზეიმო გაკვეთილი „ანბანის  შემობრძანება“ ჩატარდა.

ღონისძიება მოეწყო ამავე სკოლისა და 1-ელი კლასის მშობლების მხარდაჭერით. ლამაზი დეკორაცია  და შესაბამისი რესურსები ამშვენებდა სასწავლო პროცესს.

მასწავლებელმა - ინგა ველიჯანაშვილმა მოსწავლეებს ეს დღე დაუვიწყარ ზეიმად უქცია.

„ამ დღეს პირველ კლასში უმშვენიერესი ანბანი შემობრძანდა, „დედაენა“ უპირველესია მთელ წიგნთა  სამყაროში, იასავით სპეტაკია, ასეთი გამონათქვამებით გააცნო პედაგოგმა - ინგა  ველიჯანაშვილმა  მოსწავლეებს პირველი წიგნი - „დედაენა“, ესაუბრა პატარებს იაკობ გოგებაშვილის ღვაწლზე. ანახა  ვიდეორგოლი - „იაკობ  გოგებაშვილი“,- გვიყვებიან სკოლაში. 

ბავშვებმა დედაენაზე, „აი  ია“-ზე, იაკობ  გოგებაშვილზე ხატოვნად  წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს  სიმღერები.  გაეცნენ  ორ ჯადოსნურ ასო-ბგერას  „ი“ -ს  და „ა“-ს, რითაც  დაიწყებენ  ქართული  ანბანის  შესწავლას..

„ვულოცავთ  მათ ამ მშვენიერ დღეს და ვუსურვებთ სიყვარულით ევლოთ ცოდნის კაბადონებზე“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

გაეცანით ე.წ. უფასო ფაკულტეტების სიას - 2024-2025 სასწავლო წელი 

როდის ეცოდინებათ აბიტურიენტებს აპელაციის შედეგები? 
განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 2 აგვისტოს დაიწყება და 8 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

სტრატეგიის გეგმაში გაწეერილია სკოლებსა და ბაღებში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამა

პიროვნება
სკოლები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება