მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხაშურში, 14 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. მე-9 კლასელი ერთ-ერთი კორპუსის ეზოში, უგონო მდგომარეობაში გვიან ღამით ნახეს.
ადგილობროვების თქმით, მოზარდი მაღალსართულიანი კორპუსიდან გადავარდა. მათვე აღნიშნეს, რომ ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა სწრაფად მივიდა, მაგრამ გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ფაქტს უშუალო თვითმხილველი არ ჰყავს. „მთავარი არხის“ ცნობით კი, გოგოს სახელი და გვარი ფიგურირებს სექსუალური ძალადობის საქმეში, რომელსაც ისინი 2 წლის წინ აშუქებდნენ. არასრულწლოვანი ჩვენებას ბაბუის წინააღმდეგ აძლევდა. შსს-მ კაცი დააკავა, ის სასჯელს იხდის.
ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საინტერესო ფაქტები დედის დღეზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ