სიახლეები
სკოლები

თბილისის N132 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები წარმატებით ჩატარდა
16-10-2023
-
+


13 ოქტომბერს, თბილისის N132 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.

არჩევნებში მონაწილეობდნენ მე-7 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეები, რომელთაც თანასწორობის საფუძველზე, ფარული  კენჭისყრით, გამჭვირვალობისა და კლასების მიხედვით მოსწავლეთა თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპების დაცვით აირჩიეს მოსწავლეთა თვითმმართველობა. 

აღსანიშნავია, რომ თბილისის N132 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს დემოკრატიულ ღირებულებებს ასწავლიან, შესაბამისად ბავშვები თვითმმართველობის მნიშვნელობას კარგად აცნობიერებენ. 

„მოსწავლეებთან ჩატარდა საუბრები თვითმმართველობისა და, მათ შორის, მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ  საკითხებზე. სასკოლო საზოგადოების  მიზანია, არა მარტო სკოლის თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების ხელშეწყობა, არამედ მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნებისათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დახმარებაც“,- გვეუბნებიან სკოლაში.

ამ კვირის განმავლობაში შედგება საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეთა თვითმმართველობის პირველი გაერთიანებული  სხდომები.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

გაეცანით ე.წ. უფასო ფაკულტეტების სიას - 2024-2025 სასწავლო წელი 

როდის ეცოდინებათ აბიტურიენტებს აპელაციის შედეგები? 
განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 2 აგვისტოს დაიწყება და 8 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

სტრატეგიის გეგმაში გაწეერილია სკოლებსა და ბაღებში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამა

პიროვნება
სკოლები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება