მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზურაბ კვერნაძე აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის პროფესიაზე უზომოდ შეყვარებული პედაგოგია, რომელიც ყოველთვის ზრუნავს მოსწავლეთა მოტივაციაზე, ცდილობს მათში სწავლისადმი ინტერესის გაღვივებას და ყოველთვის სამართლიანობისკენ მოუწოდებს. როგორც თავად გვიყვება, მისთვის პედაგოგობა ცხოვრების ნაწილად იქცა და რაც უფრო გადის დრო, მით უფრო ძლიერდება ეს კავშირი.
Etaloni.ge გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ ზურაბ კვერნაძესთან.
- მიმდინარე სასწავლო წელს მაქვს მოლოდინი...
- იმედი მაქვს, რომ სასწავლო წელი მშვიდ, ჯანსაღ და სავსე შემოქმედებით პროცესში წარიმართება. ახალი გეგმებით, აღმოჩენებით, ახალი გამოწვევებით.
- მასწავლებლისთვის წარმატება არის...
- მასწავლებელი არის ლიდერი და მოტივატორი, ცოდნის გამზიარებელი. მან უნდა უზრუნველყოს თითოეული მოსწავლის სწავლების ხარისხი.
- მოსწავლეს საგანი რომ შეაყვარო, აუცილებელია...
- უნდა იყო შეყვარებული შენს პროფესიაზე. მოსწავლეს ჩამოუყალიბო სწორი დამოკიდებულება საგნის მიმართ. მეტი მოტივაცია. არ ჰქონდეს შიში იმისა, რომ ვერ აუხსნი. საჭიროა მისცე გრძელვადიან მიზნებს სწორი მიმართულება.
- მოსწავლეებს ხშირად ვურჩევ...
- მოსწავლე დაკავდეს შემოქმედებითი საქმიანობით. არ გააცდინოს დრო. გახდეს წიგნის მეგობარი.
- სიახლე, რომლის დანერგვასაც განათლების სისტემაში ვისურვებდი...
- რეფორმა, რომელიც მორგებული იქნება 21-ე საუკუნის მოთხოვნებს. მეტი დემოკრატია სკოლაში.
- როდესაც მასწავლებლობას ვიწყებდი, ვერ წარმოვიდგენდი რომ...
- ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. რაც დრო გადის, მით უფრო მჭიდრო ხდება ეს კავშირი. ვერ წარმოვიდგენდი, თუ ასეთი სიყვარულით მომიწევდა სკოლასთან თანაცხოვრება.
- პროფესიული განვითარებისთვის საჭიროა...
- პროფესიული განვითარების ეტაპებზე განხორციელებული ცვლილებები არ უნდა იწვევდეს შიშს. დემოტივაცია არის ის პირობა, სადაც ვერ მიაღწევ სასურველ შედეგს. მასწავლებელი მოსწავლესთან ერთად იზრდება, ეცნობა ახალ გამოწვევებს. აკვირდება და ისახავს იმ გრძელვადიან მიზნებს, რომელიც საბოლოოდ მიიყვანს სასურველ შედეგებამდე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.