სიახლეები
სკოლები

„თოჯინები მოგვითხრობენ უფლებებზე“ - ღვანკითის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგისა და  მისი მოსწავლეების საინტერესო პროექტი
17-10-2023
-
+


გურამ ქარქაშაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეები პედაგოგთა ხელმძღვანელობით სხვადასხვა საინტერესო პროექტებში წარმატებით ერთვებიან.

სკოლა კვლავ განაგრძობს საინტერესო პროექტების წარმოჩენას, რომელსაც პედაგოგები ახორციელებენ.

ამჯერად, მოსწავლეებმა როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სამოქალაქო განათლების აქტიური, მოტივირებული, ენერგიული და ინოვატორი მასწავლებლის - ელისო ჩიქოვანის ხელმძღვანელობით, პროექტი „თოჯინები მოგვითხრობენ უფლებებზე“, განახორციელეს.

მის ფარგლებში, დაიგეგმა ბევრი საინტერესო აქტივობა - მოსწავლეებმა გაიარეს ტრენინგები ადამიანისა და ბავშვთა უფლებების შესახებ და მათ ასევე, გამოცდილების გაზიარების მიზნით რეჟისორი მიიწვიეს. ასევე, ხელოვნების გაკვეთილებზე მოსწავლეებმა შექმნეს თოჯინები და მოაწყვეს მოძრავი სცენა. 

„მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში, სამოქალაქო განათლების პროგრამა მხარს უჭერს სასკოლო საზოგადოების სხვადასხვა ინიციატივას. მათ შორის ერთ-ერთია აღნიშნული პროექტი“, - ამბობენ სკოლაში.

პროექტის მიზანი, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ადამიანების უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო მოსწავლეებში.

„ალბათ ბევრს გაუკვირდება, რა შუაშია თოჯინები სამოქალაქო განათლებასთან. ჩვენი პროექტის მიზანიც სწორედ ის იყო, რომ განსხვავებული, სახალისო ფორმით აგვემაღლებინა მოსწავლეებში ცნობიერება ადამიანის უფლებების შესახებ. შევიმუშავეთ სცენარი, გავანაწილეთ როლები, მუსიკის გაკვეთილზე მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნეს და საბოლოო ჯამში მივიღეთ შედეგი - გავმართეთ თეატრალური წარმოდგენა“, - ამბობს სამოქალაქო განათლების პედაგოგი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ პროექტში აქტიურად იყვნენ ჩართულნი სკოლის ადმინისტრაცია და მშობლები. 

სკოლის ადმინისტრაცია დიდ მადლობას უხდის პედაგოგ ელისო ჩიქოვანს დაუღალავი შრომისა და მოსწავლეების მხარდაჭერისათვის.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

გაეცანით ე.წ. უფასო ფაკულტეტების სიას - 2024-2025 სასწავლო წელი 

როდის ეცოდინებათ აბიტურიენტებს აპელაციის შედეგები? 
განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 2 აგვისტოს დაიწყება და 8 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

სტრატეგიის გეგმაში გაწეერილია სკოლებსა და ბაღებში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამა

პიროვნება
სკოლები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება