სიახლეები
სკოლები

ღვანკითის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრები კლიმატის კვირეულს აქტიურად შეუერთდნენ
17-10-2023
-
+


გურამ ქარქაშაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბი „ახალი თაობა“ აქტიურად ფუნქციონირებს. 

ამჯერად, კლუბის წევრები სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კლიმატის კვირეულში აქტიურად ჩაერთნენ. როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აღნიშნული კვირეულის მიზანია საზოგადოებაში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება.

კვირეულის ფარგლებში, კლუბმა დაგეგმა და განახორციელა რამდენიმე აქტივობა.

კლუბის წევრები ასევე სასწავლო ვიზიტით ესტუმრნენ თერჯოლის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის ეკოკლუბს (ხელმძღვანელი - „ცენტრის სასწავლო აღმზრდელობითი მუშაობის ხარისხის მართვის მენეჯერი მზეო ბუსკივაძე) და აგრონომთა კლუბს (ხელმძღვანელი გურამ კუპატაძე, კოორდინატორი სერგო გაბეხაძე).

ეკოკლუბში მოსწავლეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია კლიმატის ცვლილებისა და მისი გამომწვევი მიზეზების შესახებ, ასევე მის პრევენციულ გზებზე. შეხვედრაზე ასევე, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ხაზი გაესვა თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობას გარესამყაროს მიმართ.

მათ ასევე გამართეს საინტერესო დისკუსია.

„ამის შემდეგ, ცენტრში ვიზიტი აგრონომთა კლუბში გაგრძელდა, სადაც მოსწავლეებმა დაათვალიერეს სასათბურე და სანერგე მეურნეობები. მეგზურობა გაგვიწია ბატონმა გურამ კუპატაძემ და სერგო გაბეხაძემ. მათ მოსწავლეებს ასწავლეს თუ როგორ ხდება სასათბურე პირობებში ნერგების გამოყვანა, მომზადება უკვე ბუნებასთან შესახვედრად და შემდეგ ღია გრუნტში გადარგვა. აქვე შეთანხმდენენ, რომ ნოემბერ-დეკემბერში მოხდება მარადმწვანე მცენარეებისა და მუხის თესლის შეგროვება და სათბურში დათესვა, რათა შემდგომში მოხდეს სკოლის ტერიტორიის გამწვანება“, - აღნიშნეს სკოლაში.

შემდეგი აქტივობა, კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო ბუკლეტის მომზადება გახლდათ.

აქტივობაში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.

ბუკლეტები გავრცელდა როგორც სასკოლო საზოგადოებაში, ასევე თემში. ბუკლეტის შექმნაზე იმუშავა სამოქალაქო კლუბის ლიდერმა - თეკლა ბუსკივაძემ.

კვირეული დასრულდა ფილმის ჩვენებით და დისკუსიით.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

გაეცანით ე.წ. უფასო ფაკულტეტების სიას - 2024-2025 სასწავლო წელი 

როდის ეცოდინებათ აბიტურიენტებს აპელაციის შედეგები? 
განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 2 აგვისტოს დაიწყება და 8 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

სტრატეგიის გეგმაში გაწეერილია სკოლებსა და ბაღებში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამა

პიროვნება
სკოლები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება