სიახლეები
სკოლები

ქუთაისის N37 საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის ანბანის სწავლის დაწყება დღესასწაულად იქცა
17-10-2023
-
+


ქუთაისის N37 საჯარო სკოლის პირველი კლასების დამრიგებლებმა, მოსწავლეებს „ანბანის შემობრძანება“ ნამდვილ ზეიმად უქციეს.

დღე გაჯერებული იყო მრავალფეროვანი წარმოდგენებით, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით, საკლასო ოთახები მორთული იყო თემატური დეკორაციებით, რამაც საზეიმო განწყობა უფრო აამაღა. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, I, I და I კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლებთან: თიკო ძნელაძესთან, ელისო ჩხობაძესთან და ციური გიგინეიშვილთან ერთად მხიარული თავგადასავლების ათვლა სწორედ ანბანის შემობრძანებით დაიწყეს.

ფერადი და მუსიკალური აქტივობების შემდეგ, მოსწავლეებს საპატიო სტუმრი ეწვია. მათთან დიდი მასწავლებელი და დედაენის შემქმნელი იაკობი მობრძანდა, პატარებს საინტერესო თავგადასავლები მოუთხრო და ანბანის სამყაროში მოგზაურობისკენ გზა დაულოცა.

სკოლაში, დიდი ყურადღება ეთმობა პირველკლასელებისთვის კომფორტული სახალისო და სასიამოვნო გარემოს შექმნას და მათ ხელშეწყობას, რომ მარტივად ადაპტირდნენ სკოლაში. 

„მოსწავლე განსაკუთრებით ფრთხილი და ინტერესიანია პირველ კლასში შესვლისას. გასაკვირი არც არის მისთვის ხომ სრულიად განსხვავებული ეტაპი იწყება. ჯერ კიდევ სკოლას შეუჩვევლებს თან სდევთ სიახლეებისა და სირთულეების შიში, მაგრამ ყველა „დაბრკოლებას“ მარტივად ართმევენ თავს თუ ის მხიარულია“, - სწორედ ამ მოტივით, პირველკლასელებისთვის ანბანის შემობრძანება დღესასწაულად იქცა. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც გაიწერა ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამა

პიროვნება
სკოლები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება