სიახლეები
სკოლები

„სამეურვეო საბჭომ ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო“- ქობულეთის N5 საჯარო სკოლაში დირექტორად ნარგიზ ჯინჭარაძე აირჩიეს 
17-10-2023
-
+


ქობულეთის N5 საჯარო სკოლაში დირექტორის არჩევნები ჩატარდა. სამეურვეო საბჭომ დირექტორად ნარგიზ ჯინჭარაძე აირჩია. 

ნარგიზ ჯინჭარაძეს წარმატებით აქვს დაძლეული სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპი, მოპოვებული აქვს დირექტორობის უფლება​, ახლა, კი სამეურვეო საბჭომ მას ხმათა უმრავლესობით დირექტორის უფლებამოსილება მიანიჭა. 

სკოლის თანამშრომლები ნარგიზ ჯინჭარაძეს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ. 

„ქობულეთის N5 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭომ ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო. 6-წლიანი უფლებამოსილების ვადით ჩვენი სკოლის დირექტორად არჩეული იქნა ნარგიზ ჯინჭარაძე. ვულოცავთ, ამ ღირსეულ გამარჯვებას. ვუსურვებთ დირექტორის სტანდარტისა და თავისი ფუნქციური მოვალეობების პირნათლად აღსრულებას სკოლის ყველა თანამშრომელთან ერთად...“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ ამჟამად, სკოლებში სამეურვეო საბჭოების მიერ სკოლის ხელმძღვანელების არჩევის პროცესი მიმდინარეობს. სავარაუდოდ, არჩევნები ოქტომბერში დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით 6 წლის ვადით ირჩევს სკოლის დირექტორს, რომელსაც რეგისტრაციაში ატარებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა. სამეურვეო საბჭო შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული არანაკლებ 6 და არაუმეტეს 12 წარმომადგენლისაგან და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული 1 წარმომადგენლისაგან. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

გაეცანით ე.წ. უფასო ფაკულტეტების სიას - 2024-2025 სასწავლო წელი 

როდის ეცოდინებათ აბიტურიენტებს აპელაციის შედეგები? 
განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 2 აგვისტოს დაიწყება და 8 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

სტრატეგიის გეგმაში გაწეერილია სკოლებსა და ბაღებში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამა

პიროვნება
სკოლები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება