სიახლეები
სკოლები

„სკოლას სათავეში ისევ თავისი საქმის ერთგული მსახური უდგას!“- ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების სკოლის დირექტორად საბჭომ ლიანა ბოლქვაძე აირჩია
17-10-2023
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში დირექტორის არჩევნები ჩატარდა. სამეურვეო საბჭომ სკოლის ხელმძღვანელად მოქმედი დირექტორი ლიანა ბოლქვაძე აირჩია. 

სკოლის თანამშრომლები ლიანა ბოლქვაძეს არჩევნებში გამარჯვებას ერთხმად ულოცავენ.

„განახლების საჯარო სკოლის დირექტორი ლიანა ბოლქვაძეა! სამეურვეო საბჭოს არჩევნები, დირექტორის არჩევის შესახებ, წარმატებით შედგა. სკოლას სათავეში ისევ თავისი საქმის ერთგული მსახური უდგას!

თავდაპირველად სამეურვეო საბჭომ სრული შემადგენლობით მოისმინა წარდგენილი მრავალწლიანი სამოქმედო გეგმა. სრული მხარდაჭერა და თანადგომა გამოუცხადა მას.

არჩევნები სრული დემოკრატიული პრინციპით ჩატარდა. საგანმანათლებლო სივრცეს, თავისი მრავალწლიანი გამოცდილებითა და საქმის უდიდესი სიყვარულით ისევ მოქმედი დირექტორი ჩაუდგა სათავეში.

ლიანა ბოლქვაძე მეორეჯერ წარსდგა სამეურვეო საბჭოს წინაშე დირექტორის კანდიდატურის რანგში.

სასკოლო საზოგადოება ულოცავს ლია მასწავლებელს წარმატებულ კარიერას. გვჯერა, სკოლის სვლა წარმატებისაკენ ისევ გაგრძელდება და მეტად გაძლიერდება! გვეიმედებით, ლია მასწავლებელო!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ ამჟამად, სკოლებში სამეურვეო საბჭოების მიერ სკოლის ხელმძღვანელების არჩევის პროცესი მიმდინარეობს. სავარაუდოდ, არჩევნები ოქტომბერში დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით 6 წლის ვადით ირჩევს სკოლის დირექტორს, რომელსაც რეგისტრაციაში ატარებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა. სამეურვეო საბჭო შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული არანაკლებ 6 და არაუმეტეს 12 წარმომადგენლისაგან და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული 1 წარმომადგენლისაგან. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

გაეცანით ე.წ. უფასო ფაკულტეტების სიას - 2024-2025 სასწავლო წელი 

როდის ეცოდინებათ აბიტურიენტებს აპელაციის შედეგები? 
განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 2 აგვისტოს დაიწყება და 8 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

სტრატეგიის გეგმაში გაწეერილია სკოლებსა და ბაღებში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამა

პიროვნება
სკოლები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება