სიახლეები
სიახლეები, სკოლები, ეტალონი

ქალაქ ფოთის „ეტალონი გუნდი“ ცნობილია
18-10-2023
-
+


16 ოქტომბერს ქალაქ ფოთში, დარბაზში „მონოპოლი“ „ეტალონის გუნდური ჩემპიონატი“ გაიმართა. მონაწილე მოსწავლეთა საგულშემატკივროდ შეიკრიბნენ ადგილობრივი ხელისუფლების, რესურსცენტრისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები. 

ღონისძიება, ტრადიციულად, ფოთის სკოლების აქტიური ჩართულობისა და მოსწავლეების დიდი ინტერესის ფონზე წარიმართა. ქალაქ ფოთის „ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 28 გუნდი და 140 მოსწავლე ეჯიბრებოდა. 

ღონისძიებას თანაორგანიზება გაუწიეს ქალაქ ფოთის მერიამ, მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურმა და ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მაია დოლბაიამ, მერის მოადგილე ლექსო თოდუამ, რესურსცენტრის უფროსმა გოჩა ქორქიამ, მერიის კულტურისა და ტურიზმის სამსახურის უფროსმა ზურაბ ტიბუამ და მისმა წარმომადგენლებმა - ნონა სილაგავამ და ნინო ჯაკონიამ.



გულშემატკივრებისგან შეგულიანებული მოსწავლეები ერთმანეთს ტოლს არ უდებდნენ აქტიურობაში, მსჯელობასა და სკოლის სახელის ღირსეულ წარდგენაში: გუნდის კაპიტნები არგუმენტირებულად ასაბუთებდნენ მიღებული გადაწყვეტილების სისწორეს, უსმენდნენ თანაგუნდელებს და ცდილობდნენ სწორი სტრატეგიით მოეპოვებინათ უპირატესობა. ღონისძიებას „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა და თავის მხრივ მონაწილეთა კიდევ უფრო მეტად შეთამამებას ცდილობდა. 

ღონისძიების მსვლელობისას, სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდნენ izrune.ge-ში ჩართული გამორჩეულად წარმატებული მოსწავლეებიც. 

20 კითხვის დასრულების შემდგომ კი გამარჯვებული სამეულის გამოვლენის დროც დადგა:

„ქალაქ ფოთის ეტალონი გუნდის“ წოდება მოიპოვა ქალაქ ფოთის N5 საჯარო სკოლის გუნდმა მარიამ ხურციას კაპიტნობით. გუნდმა 77 ქულის მოპოვება 242 წამში მოახერხა. გუნდის შემადგენლობაში შედიოდნენ: მარიამ ხურცია VII კლასი, ელენე ბუკია VII კლასი, დავით ზარანდია VII კლასი, ანასტასია ქოიავა VII კლასი, ანასტასია ლაბახუა VII კლასი. 

მეორე ადგილზე 75 ქულით გავიდა იმავე, ქალაქ ფოთის N5 საჯარო სკოლის მეორე გუნდი მე-6 კლასელი ცოტნე ჯობავას ხელმძღვანელობით. გუნდის შემადგენლობაში აგრეთვე შედიოდნენ: ნიკუშა მარგვლიანი VI კლასი, სოფიო რატიანი VI კლასი, გიორგი შენგელია VI კლასი და სალომე ზარქუა VI კლასი. 


მესამე ადგილი კი მოიპოვა ქალაქ ფოთის N11 საჯარო სკოლის გუნდმა მე-6 კლასელი თეკლე მორგოშიას ხელმძღვანელობით. მათ 75 ქულის მოპოვება 190 წამში შეძლეს. აღსანიშნავია რომ მე-2 და მე-3 ადგილზე გასულმა გუნდებმა თანაბარი ქულები დააგროვეს, თუმცა ქალაქ ფოთის N5 საჯარო სკოლის გუნდს ამისთვის უფრო ნაკლები დრო - 102 წამი დასჭირდა. ქალაქ ფოთის N11 საჯარო სკოლის გუნდში შედიოდნენ: თეკლე მორგოშია VI კლასი, ნატალი კოკაია VII კლასი, ნიკოლოზ ცხადაშვილი VII კლასი, გეგა ბარამია VI კლასი და ბექა ქობალია VI კლასი.  

ღონისძიება ტრადიციულად, გულთბილი საერთო მილოცვებით, საქართველოს ჰიმნის ფონზე დასრულდა და როგორც გოჩა ტყეშელაშვილმა განაცხადა: „ერთმანეთს არ ვემშვიდობებით, შევხვდებით კიდევ არაერთხელ, ასე რომ მომავალ შეხვედრამდე...“


ღონისძიების სრული ფოტოალბომი იხილეთ ბმულზე


ასევე იხილეთ:

ფოთი „ეტალონის გუნდურ ჩემპიონატს“ მასპინძლობს

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება