სიახლეები
სკოლები

წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი ტური
17-10-2023
-
+


წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის მე-7 კლასის დამრიგებლის, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის - ქეთო ღვინჯილის ინიციატივით, შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო. 

ექსკურსია, მოსწავლეებისა და მშობლების სურვილით დაიგეგმა, მოსწავლეები ნიკო ნიკოლაძის და ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმებს ესტუმრნენ. 

ექსკურსიის მარშრუტი შემდეგნაირი იყო: წალენჯიხა - დიდი ჯიხაიში - გვიშტიბი - ქუთაისი - წალენჯიხა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ექსკურსიაზე მიღებულმა შთაბეჭდილებამ მოლოდინს გადააჭარბა. მოსწავლეები ინტერესითა და ყურადღებით უსმენდნენ გიდს, ისინი აღტაცებას ვერ მალავდნენ დიდი ქართველი მოაზროვნის, მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოვებული პიროვნების - ნიკო ნიკოლაძის ასწლოვანი ხეებით დამშვენებული ეზოს დათვალიერებისას.

მოსწავლებმა ისიც აღნიშნეს, რომ ნიკო ნიკოლაძის სახელი უკავშირდება ყველა დიდ და საზოგადო პროექტებს, რომელებიც ხორციელდებოდა მაშინდელ საქართველოში.

მოსწავლეები ასევე გაეცნენ ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში დაცულ მწერლის უამრავ საინტერესო ნივთს, ავთენტურ ქართულ გარემოს, მწერლის შთამომავლების მიერ მოწყობილ მარანში მოისმინეს ოტიას შემოქმედებისა და ცხოვრების მრავალი საინტერესო ფაქტი.

აღსანიშნავია, რომ კლასის დამრიგებელი - ქეთო ღვინჯილია მოსწავლეებთან ერთად გეგმავს, მოაწყოს ფოტოგამოფენა და მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიაროს სასკოლო საზოგადოებას.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

გაეცანით ე.წ. უფასო ფაკულტეტების სიას - 2024-2025 სასწავლო წელი 

როდის ეცოდინებათ აბიტურიენტებს აპელაციის შედეგები? 
განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 2 აგვისტოს დაიწყება და 8 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

სტრატეგიის გეგმაში გაწეერილია სკოლებსა და ბაღებში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამა

პიროვნება
სკოლები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება