მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის განახლებული სტანდარტების დანერგვასთან და საჯარო სკოლების ავტორიზაციის პროცესის წარმართვასთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო ჯგუფის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ჯგუფის შეხვედრაზე გაზიარებულ იქნა ავტორიზაციის მიმდინარე პროცესის შესახებ ინფორმაცია, განხორციელებული ვიზიტების ფარგლებში იდენტიფიცირებული გამოწვევები და მათზე რეაგირების გზები, ასევე მიმავალი წლის საავტორიზაციო სკოლების შერჩევის კრიტერიუმები და წინასწარი სიები.
ჯგუფმა იმსჯელა მსოფლიო ბანკის ადამიანური კაპიტალის პროექტის ფარგლებში არსებული ცალკეული ვალდებულებების შესრულების საკითხებზეც, რაზეც სხვადასხვა უწყებებს აქვთ გადანაწილებული პასუხისმგებლობა და ცენტრის ახორციელებს ამ მიმართულებით საერთო კოორდინაციას.
როგორც კახაბერ ერაძემ აღნიშნა, საჯარო სკოლების ავტორიზაციის პროცესი გეგმაზომიერად მიმდინარეობს და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას საფრთხე არ ემუქრება.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის განახლებული სტანდარტების დანერგვასთან და საჯარო სკოლების ავტორიზაციის პროცესის წარმართვასთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო ჯგუფი გასული წლიდან ფუნქციონირებს. ის სამინისტროს, ცენტრის, მანდატურის სამსახურის, ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, მასწავლებლის სახლის, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის და დონორი ორგანიზეციების წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„თუკი აბიტურიენტები განაცხადს/დოკუმენტს არ წარმოადგენენ შესაბამის ვადებში, ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში“
4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
ვაჩიანის საჯარო სკოლაში ბილინგვური სწავლების ფარგლებში ღია გაკვეთილი ჩატარდა