მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკის საჯარო სკოლის დირექტორი მოვსეს ალვანჯიანი კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული პიროვნებაა. ის მუდამ ცდილობს, სიახლეებს გაეცნოს და ცოდნა გაიმდიდროს. მოსწავლეებსაც ამავეს ურჩევს, ბევრი იმეცადინონ, სამუშაო დაგეგმონ და ისწავლონ დროის სწორად განაწილება. ხელმძღვანელი ასევე ბავშვების მოტივაციის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავს და ცდილობს, მათი ინტერესების გათვალისწინებით ჩაატაროს სხვადასხვა სახის აქტივობები. etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სკოლის დირექტორი მოვსეს ალვანჯიანი პასუხობს.
- მიმდინარე სასწავლო წელს მაქვს მოლოდინი...
- მაქვს მოლოდინი, რომ პედაგოგები და მოსწავლეები წარმატებით გაართმევენ თავს იმ გამოწვევებს, რომლებიც განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებებს ახლავს თან.
- მასწავლებლისთვის წარმატება არის...
- მისი მოსწავლის წარმატება - სკოლაში მიღებული ცოდნის პრაქტიკაში წარმატებით გამოიყენება.
- მოსწავლეს საგანი რომ შეაყვარო, აუცილებელია...
- დაგეგმო გაკვეთილი მოსწავლის ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, მისცე არჩევანის უფლება და რაც მთავარია, ასწავლო, რომ მისი აზრი, მისი ჩართულობა მნიშვნელოვანია.
- მოსწავლეებს ხშირად ვურჩევ...
- ისწავლონ დროისა და სამუშაოს დაგეგმვა სკოლის ასაკშივე.
- სიახლე, რომლის დანერგვასაც განათლების სისტემაში ვისურვებდი...
- სასურველია, საშუალო საფეხურზე დაინერგოს პროფილური სწავლება. აქ ისევ მოსწავლეთა საჭიროებებზე ვფიქრობ. თუ მოსწავლე საშუალო საფეხურზე ისწავლის საგნებს, რომლებიც მისთვის საინტერესო და გამოსადეგია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მომავალი პროფესიის დაუფლებისთვის, საჭირო საბაზისო ცოდნის მისაღებად, სწავლისადმი მოტივაცია გაეზრდება და სკოლაში საშუალო საფეხურზე არსებული დასწრების პრობლემაც მოგვარდება.
- როდესაც მასწავლებლობას ვიწყებდი, ვერ წარმოვიდგენდი...
- რომ ერთი, კარგი გაკვეთილის დაგეგმვას სჭირდება თითოეული მოსწავლის ინტერესის გათვალისწინება.
- პროფესიული განვითარებისთვის საჭიროა...
- მუდმივი ზრუნვა თვითგანვითარებაზე. ზოგადად, ადამიანები უნდა ვცდილობდეთ საკუთარი თავი შევიცნოთ და განვვითარდეთ, რომ გავხდეთ უკეთესი ადამიანები.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.