სიახლეები
სიახლეები, სკოლები, რჩევები

ჯგუფური მუშაობის გამოწვევები საკლასო სივრცეში
25-10-2023
-
+


„ჯგუფური მუშაობის მნიშვნელობა უდავოა, თუ გავითვალისწინებთ, რომ თანამედროვე განათლების ძირითადი მიზანიმიღებული ცოდნის ანალიზი, კრიტიკული შეფასება და მისი ყოველდღიურ ცხოვრებაში ტრანსფერი და რეალიზებაა. მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნება კი , რაც შემდგომ ცხოვრებაში ბევრ „სიკეთეს“ განაპირობებს, სწორედ ჯგუფური მუშაობის პრინციპებს ეფუძნება. მის სარგებლიანობაზე უამრავი თეორიაა შექმნილი და ეს ყოველივე უდავოა, თუმცა რა გამოწვევებს შეიძლება შევხვდეთ საკლასო სივრცეში ჯგუფური მუშაობისას, სწორედ ამ საკითხზე მინდა გავამახვილო  ყურადღება.

- რა პრობლემას შეიძლება წავაწყდეთ კლასში ჯგუფური მუშაობის გამოყენებისას?

საკუთარი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ, რომ პირველი სირთულეს ჯგუფების ჩამოყალიბების პროცესი წარმოადგენს. კარგი ჟესტია,თუკი მოსწავლეებს მივანდობთ ამ საქმეს, ალბათ მეგობრობა გახდება განმსაზღვრელი ფაქტორი, თუმცა საფრთხე დიდია იმისა, რომ არათანაბარი ძალების მქონე ჯგუფებს მივიღებთ, ცოდნის დონე კი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია დავალების წარმატებით შესრულებისთვის.

ამას გარდა, ჯგუფში შესაძლოა გაჩნდეს ლიდერი, რომლის მოსაზრება მნიშვნელოვანი იქნება ჯგუფის სხვა წევრებისათვის, რამაც შესაძლოა მასზე ზედმეტად დამოკიდებულება გამოიწვიოს და საკუთარი აზრის გამოთქმის სურვილი გაუქრეთ დანარჩენ წევრებს.

ასევე ჯგუფური მუშაობისას, შესაძლოა, მოსწავლემ განზრახ არ მიიღოს მონაწილეობა სამუშაო პროცესში და  სხვების ხარჯზე გავიდეს ფონს. ასეთი შემთხვევები კი მართლაც რომ ხშირია. ამ დროს ძალიან დიდია მასწავლებლის როლი. ასეთ შემთხვევაში ეფექტური გამოსავალია, მასწავლებელმა საქმე თითოეულ მოსწავლეს გაუნაწილოს და შესაბამისად შეაფასოს როგორც ცალკეული მოსწავლე, ისე მთელი ჯგუფი.ასეთი მიდგომა შეუწყობს ხელს ჯგუფური მიზნების მიღწევას და გაზრდის თითოეული მოსწავლის პასუხისმგებლობას.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გარდა, შემიძლია ვთქვა, რომ ჯგუფში მოსწავლის აქტიურობას,მათი ფსიქო-ემოციური თავისებურებებიც განაპირობებს. ნაკლებად თავდაჯერებული და მორცხვი ბავშვები როგორც წესი, ცდილობენ „დამალვას“ და ნაკლებად აქტიურობენ. პირადი გამოცდილებიდან მახსენდება ერთი მოსწავლე, რომელსაც ხშირად  ექმნება პრობლემები ჯგუფური მუშაობისას. იგი საკმაოდ აქტიური, გონიერი და პასუხისმგებლობის მქონე მოსწავლეა,თუმცა...

პირადი საუბრებისას გაირკვა, რომ ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა არამდგრადია. აკლია თავდაჯერებულობა, ვერ აფასებს სათანადოდ საკუთარ შესაძლებლობებს და ფიქრობს, რომ იგი დაცინვის ობიექტი გახდება, თუკი გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებებს, აქვს აუდიტორიის წინ დგომის შიში. რა თქმა უნდა,ყოველივე ეს იწვევს ჯგუფში ჩართულობის პრობლემებს. სწორედ ამ ტიპის მოსწავლეებთან  მუშაობა მოითხოვს განსაკუთრებულ მიდგომებს. მრავალფეროვანი  წახალისების ფორმების გამოყენება საუკეთესო გადაწყვეტილებაა. მუშაობა მით უფრო ნაყოფიერია, როცა მოსწავლესთან ახლო, მეგობრული ურთიერთობები გვაქვს მასწავლებლებს, როცა მოსწავლე გვენდობა, იგი უფრო გახსნილია და აქვს მოტივაცია დაძლიოს პრობლემა.

ასე რომ, უაღრესად  მნიშვნელოვანია მასწავლებლის როლი ჯგუფური მუშაობის დაგეგმვისა და წარმართვის პროცესში, იგი გეზის მიმცემი და საუკეთესო მრჩეველია მოსწავლისათვის. უძლიერებს თავდაჯერებულობასა და პასუხისმგებლობას  და საბოლოოდ გზას უხსნის კრიტიკულად მოაზროვნე, დამოუკიდებელ და მოტივირებულ მოქალაქეს, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანია თანამედროვე საზოგადოებისათვის.“
 
      
ლია კვესაძე

გამოყენებული ლიტერატურა:
„სასწავლო და პროფესიული გარემო“ - მასწ. პროფესიული განვითარების ცენტრი 2008. შალვა ამონაშვილის თეორიული მოსაზრებები.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ვინ ვერ იმუშავებს საბავშვო ბაღში - აკრძალვა, რომელიც ყველა სკოლამდელ დაწესებულებაზე ვრცელდება

მე-11 კლასელი სკოლაში იარაღით მივიდა - შემთხვევა გორის N5 საჯარო სკოლაში

გრიპის შემთხვევების ზრდის გამო კლინიკაში ბავშვებისთვის საწოლები დაამატეს

2743 საგანმანათლებლო მოდული და დაფინანსების ოდენობა ცნობილია

შეზღუდვა საგაკვეთილო საათებზე - ინფორმაცია სკოლის პერსონალისთვის
პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

️გიმნაზია ულოცავს მოსწავლეებს წარმატებას და წინსვლასა და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებს

ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს ანა კვირიკაძემ, ნინო ხონელიძემ და ფიქრია ლომიძემ

საინტერესო

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

სიახლეები
საზოგადოება