სიახლეები
სკოლები

ნიგოითის საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი პედაგოგის ხსოვნას ღონისძიებით მიაგეს პატივი 
19-10-2023
-
+


ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითის საჯარო სკოლაში პედაგოგთა ღვაწლს ყოველთვის განსაკუთრებულად აფასებენ. 

17 ოქტომბერს, სკოლაში გარდაცვლილი პედაგოგის, გელა გეგუჩაძის, საიუბილეო საღამო გაიმართა.

ამ დღესთან დაკავშირებით, როგორც სკოლაში გვიყვებიან, მისი მშობლიური სკოლის კოლექტივმა ღონისძიება ჩაატარა.

სასკოლო საზოგადოებამ ღვაწლმოსილი პედაგოგი გაიხსენა. მასწავლებლებმა მისი პროფესიონალიზმი და მოსწავლეთა განათლებაში ჩადებული შრომა აღნიშნეს და პატივი მიაგეს პედაგოგის ხსოვნას. 

„ღონისძიებაზე ტკივილიანი და სიყვარულის ცრემლებით აღვსილი სიტყვებით გამოვიდნენ მისი პედაგოგები, კოლეგები, მეგობრები.  გარდაცვლილი მასწავლებლის ლექსები წაიკითხეს სკოლის მოსწავლეებმა. პედაგოგის შესახებ დიადი პატივისცემით ისაუბრა ასევე თემურ ფირცხალაიშვილის სახლ- მუზეუმის დირექტორმა, დარეჯან ბიწაძემ“, - გვიყვებიან სკოლაში.

ამ დღესთან დაკავშირებით სკოლას ასევე თბილისიდან ეწვივნენ სტუმრები და ასე მიაგეს პატივი პედაგოგის ხსოვნას.

„სიმღერები შეასრულა, საქართველოდან ემიგრაციაში წასული, ნოე ჟორდანიასთან თანმხლები ქართველი ემიგრანტის შთამომავალმა, ფრანგმა - ქართველმა, ბატონმა ლორენსმა ( ლავრენტი ჩხაიძემ) და რაც ყველაზე საამაყო პატივი იყო პოეტისადმი - თბილისიდან მოწვეული სტუმრები, თბილისის მწერალთა კავშირის წევრები გახლდნენ. იმერეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, პოეტი გერმანე საზანოელი, გამომცემლობა „ზენაარის“ თავმჯდომარე, გაზეთ „სახალხო განათლების“ რედაქტორი , ჟურნალისტი ზურა ქობალია. პოეტები: პაპუნა ქვარიანი, ნუკრი ლობჯანიძე, ქალბატონები:  პოეტი - ხათუნა ცომაია და პოეტი -  დეზი ემანულიძე“, - გვეუბნებიან სკოლაში.

აღნიშნულმა სტუმრებმა, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ისაუბრეს პედაგოგ გელა გეგუჩაძის შემოქმედებასა და დიად ადამიანობაზე, მისი შემოქმედების საარაკო დიდებულებაზე, ასევე წაიკითხეს მისი ლექსები და პატივი მიაგეს მასწავლებლის ხსოვნას.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:






კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც გაიწერა ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამა

პიროვნება
სკოლები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება