სიახლეები
სკოლები

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა იმიტირებული სასამართლო პროცესი გამართეს 
19-10-2023
-
+


ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. 

სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე, პედაგოგი კონსტანტინე გოშხეთელიანის ხელმძღვანელობით, სახელმძღვანელოში წარმოდგენილი დავალების მიხედვით, სასამართლო პროცესი ჩაატარეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მეცხრეკლასელების გარკვეულმა ნაწილმა გადაინაწილა სასამართლო პირების თანამდებობები, ასევე წინასწარ მომზადდა გაკვეთილზე სასაუბრო ტექსტი.

სასამართლო სხდომაში მონაწილე თითოეულმა მოსწავლემ კარგად მოირგო როლი და შეეცადა, მაქსიმალურად რეალისტურად წარმოედგინა პროცესი. 

აქტივობა მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო, შემეცნებითი და სახალისო აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც გაიწერა ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამა

პიროვნება
სკოლები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება