მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
ბავშვები სხვადასხვა ნაწარმოებს დიდი მონდომებით კითხულობენ, რომელთა შესახებ შემდგომ საინტერესო პრეზენტაციებს ამზადებენ.
ამჯერად, მე-6 კლასის მოსწავლეებმა: ივანა ქაჯაიამ, ბესო ქვარცხავამ და ელენე კოკაიამ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების - „ხაზარულა“ I-II-III ნაწილების შესახებ საინტერესო პრეზენტაცია მოამზადეს.
მათ ნაწარმოების შესახებ იმსჯელეს, თავიანთი მოსაზრებები კლასში გააჟღერეს და საინტერესო დისკუსია წარმართეს.
მოსწავლემ, მარი ჯანაშიამ კი პრეზენტაცია ჯოის ლანკასტეს წიგნის - „მილი-მოლი-მენდი“ შესახებ გააკეთა. მან ბავშვებს წიგნის მთავარი პერსონაჟის შესახებ მოსაზრებები გაუზიარა და ისინიც აქტიურად ჩართო დისკუსიაში.
გაკვეთილზე ასევე მეექვსეკლასელმა - ლიზი ფუტკარაძემ ცოტნე დადიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ გააკეთა ინფორმაციული პრეზენტაცია.
მან მისი მოღვაწეობის შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძია და კლასელებს გაუზიარა.
აღნიშნულ აქტივობაში მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი.
მსგავსი აქტივობები, მოსწავლეებს წიგნის მიმართ სიყვარულს უღვივებს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა