სიახლეები
სკოლები

მხიარული თავგადასავალი წიგნიერების სამყაროში - თერჯოლის N2 სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს
19-10-2023
-
+


თერჯოლის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა საანბანო პერიოდი საზეიმოდ დაიწყეს. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პირველკლასელებმა „ანბანეთში“ დიდი ენთუზიაზმით შეაბიჯეს. 

პედაგოგმა მოსწავლეთა სასწავლო მოტივაციაზე იზრუნა და ბავშვები მრავალფეროვან, სახალისო აქტივობებში ჩართო. 

„I კლასმა ქართული ანბანის შესწავლა იაკობ გოგობაშვილის „დედაენით“ დაიწყო და პირველად სწორედ ლურჯთვალა „ია“ აღმოაჩინა. გაბუტული ხმოვნებიც სიმღერ-სიმღერით შემოირიგეს და ერთად, სიყვარულით, მეგობრულად და მხიარულად დაიწყეს ყველაზე საინტერესო თავგადასავალი წიგნიერების სამყაროში“,- გვიყვებიან სკოლაში და დასძენენ, რომ ამ ჯადოსნურ სამყაროში მათი მეგზური ახალგაზრდა, ენერგიული და საქმეზე შეყვარებული მასწავლებელი თინიკო კუპატაძე იქნება.

სკოლის დირექცია და პედაგოგები პატარებს საანბანო პერიოდის დაწყებას ულოცავენ და ბედნიერ და ნაყოფიერ სასწავლო წელს უსურვებენ. 

„ბედნიერებით სავსე წლები გაგეტარებინოთ სკოლის კედლებში, ბავშვებო!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც გაიწერა ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამა

პიროვნება
სკოლები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება