სიახლეები
სკოლები

თბილისის N219 საჯარო სკოლას მეორე ვადით შალვა ხუციშვილი უხელმძღვანელებს
19-10-2023
-
+


თბილისის N219 საჯარო სკოლაში, 13 ოქტომბერს, დირექტორის არჩევნები ჩატარდა. სამეურვეო საბჭომ ხმათა სრული უმრავლესობით დირექტორად დატოვა ღვაწლმოსილი და დამსახურებული პედაგოგი შალვა ხუციშვილი.

საბჭომ ის მეორე ვადით აირჩია.

სკოლაში საბჭოს გადაწყვეტილება ახარებთ. თანამშრომლები შალვა ხუციშვილს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ და წარმატებულ პროფესიულ საქმიანობას უსურვებენ. 

„სიყვარულითა და დიდი პატივისცემით ვულოცავთ ბატონ შალვას ამ წარმატებას! სკოლის პედაგოგიური კოლექტივი ვუსურვებთ მას ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და უდიდეს შემართებას იმ დიად საქმეში, რასაც მოსწავლეთა სწავლა - განათლება ჰქვია!

ბედნიერებაა, ყოველ ცისმარე დღეს მიგეჩქარებოდეს იმ გარემოში, რომელშიც სიკეთე, უანგარობა, თანადგომა და ჰარმონია სუფევს. ეს, რა თქმა უნდა, თქვენი დამსახურებაა, გვეამაყებით ბატონო შალვა!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ ამჟამად, სკოლებში სამეურვეო საბჭოების მიერ სკოლის ხელმძღვანელების არჩევის პროცესი მიმდინარეობს. სავარაუდოდ, არჩევნები ოქტომბერში დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით 6 წლის ვადით ირჩევს სკოლის დირექტორს, რომელსაც რეგისტრაციაში ატარებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა. სამეურვეო საბჭო შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული არანაკლებ 6 და არაუმეტეს 12 წარმომადგენლისაგან და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული ერთი წევრისგან. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც გაიწერა ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამა

პიროვნება
სკოლები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება