სიახლეები
სკოლები

„მოსწავლეებს ხშირად ვურჩევ, არ დაკარგონ დრო ფუჭად და გამოიყენონ ყველა საჭირო რესურსი“ - მირაშხანის საჯარო სკოლის პედაგოგი ანი წიკლაური
19-10-2023
-
+


ტარიელ ქამაშიძის სახელობის ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ მირაშხანის საჯარო სკოლის პედაგოგი ანი წიკლაური მუდამ სიახლეებისკენ მიისწრაფვის, ვითარდება, ახალ უნარებს ითვისებს და ცდილობს მოსწავლეებისთვის ამით მისაბაძი ადამიანი გახდეს. ბავშვებსაც მუდამ განვითარებისკენ მოუწოდებს. მათ რჩევებს ხშირად ეუბნება, რომ კარგად ისწავლონ, დრო ფუჭად არ დაკარგონ, გამოიყენონ ყველა რესურსი და შესაძლებლობა. პედაგოგი თავდაუზოგავად შრომობს იმისთვის, რომ თავისი მოსწავლეები წარმატებულები და მოტივირებულები იყვნენ. etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს მირაშხანის საჯარო სკოლის პედაგოგი ანი წიკლაური პასუხობს.

- მიმდინარე სასწავლო წელს მაქვს მოლოდინი...
- იმის, რომ იქნება წარმატებული ჩემთვის და ჩემი მოსწავლეებისთვის აკადემიურ მოსწრებასა და კარიერულ წინსვლაში.

- მასწავლებლისთვის წარმატება არის...
- ის, რომ მოსწავლეებს აქვთ საუკეთესო შედეგი მის საგანში. 

- მოსწავლეს საგანი, რომ შეაყვარო აუცილებელია...
- იყო მეგობრული, კომუნიკაბელური, ინოვაციური, შემოქმედებითი, გიყვარდეს მოსწავლეები და იყო შენი საქმის მცოდნე.

- მოსწავლეებს ხშირად ვურჩევ...
​- რომ ისწავლონ კარგად, არ დაკარგონ დრო ფუჭად და გამოიყენონ ყველა საჭირო რესურსი ცოდნისა და განათლებისათვის.

- სიახლე, რომლის დანერგვასაც განათლების სისტემაში ვისურვებდი არის...
- ის, რომ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ჰქონდეს გაცვლითი პროგრამები სხვადასხვა ქვეყანაში.

- როდესაც მასწავლებლობას ვიწყებდი ვერ წარმოვიდგენდი, რომ...
- მივაღწევდი წარმატებას იმ საგანში, რომელიც არც სკოლაში და არც უნივერსიტეტში არ მისწავლია, ანუ გვიან არაფერი არ არის. ასევე, გავხდებოდი მოსწავლეებისათვის მისაბაძი მაგალითი.

- პროფესიული განვითარებისთვის საჭიროა...
​- მონდომება, მიზნების დასახვა, სწრაფვა სიახლისკენ, მუდმივი შრომა, სწავლა და ცოდნის ისე გადაცემა, რომ მოსწავლეს არ გაუჭირდეს ამ საგნის ათვისება, ასევე საჭიროა გვიყვარდეს ის სფერო, სადაც ამდენ დროს ატარებ და თავდაუზოგავად იმუშაო, იყო კომუნიკაბელური, პასუხისმგებლიანი, პუნქტუალური. 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც გაიწერა ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამა

პიროვნება
სკოლები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება