სიახლეები
სკოლები

„მოსწავლეს საგანი, რომ შეაყვარო, აუცილებელია, გაითვალისწინო მისი ინდივიდუალური ინტერესები“ - მირაშხანის საჯარო სკოლის პედაგოგი ინგა თენოშვილი
19-10-2023
-
+


ტარიელ ქამაშიძის სახელობის ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ მირაშხანის საჯარო სკოლის პედაგოგი ინგა თენოშვილი პროფესიული განვითარების მიზნით, სხვადასხვა საინტერესო ტრენინგში აქტიურად მონაწილეობს. ის მუდამ ცდილობს განათლების სისტემაში განხორციელებულ სიახლეებს გაეცნოს და გამოიყენოს საგაკვეთილო პროცესში. მასწავლებლისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეთათვის მოტივაციის ამაღლება, სწორედ ამიტომ, მათ საინტერესო, მრავალფეროვან გაკვეთილებს სთავაზობს. ბავშვებს ხშირად ურჩევს, დაუთმონ დრო კლასგარეშე აქტივობებს და ამით ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავონ. etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს მირაშხანის საჯარო სკოლის პედაგოგი ინგა თენოშვილი პასუხობს.


- მიმდინარე სასწავლო წელს მაქვს მოლოდინი, რომ...
- ეს წელი იქნება კიდევ მრავალი აღმოჩენის, ახალი იდეების, მეთოდების გაცნობისა და პრაქტიკაში დანერგვის. სასწავლო გარემო კი იქნება პოზიტიური. 

- მასწავლებლისთვის წარმატება არის...
- წარმატებული და მოტივირებული მოსწავლე. დაგეგმილი მიზნების მიღწევა კარგი შედეგებით. 

- მოსწავლეს საგანი, რომ შეაყვარო, აუცილებელია...
- გაითვალისწინო მისი ინდივიდუალური ინტერესები და შესაძლებლობები. ამასთან ერთად, დაანახო საგანი სხვადასხვა კუთხით.

 - მოსწავლეებს ხშირად ვურჩევ...
- გამოიყენონ დრო იმ კლასგარეშე აქტივობებისთვის, რომლებიც სხვადასხვა კუთხით დაკავშირებულია საგანთან. 

- სიახლე, რომლის დანერგვასაც განათლების სისტემაში ვისურვებდი...
- რომ საჯარო სკოლის მოსწავლეებს ჰქონდეთ საშუალება სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებთან აზრთა გაცვლა-გამოცვლის. კულტურული ურთიერთანამშრომლობის. 

- როდესაც მასწავლებლობას ვიწყებდი, ვერ წარმოვიდგენდი, რომ...
- ეს საქმიანობა იქნებოდა ასეთი რთული და ამასთანავე ასეთი სახალისო და საინტერესო. 

- პროფესიული განვითარებისთვის საჭიროა...
- მუდმივად ახალი ინფორმაციის მიღება საგანმანათლებლო საკითხებთან დაკავშირებით. ტრენინგებში მონაწილეობა და შემდეგ, მიღებული ცოდნის აქტიურად გამოყენება. კოლეგებთან თანამშრომლობა, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც გაიწერა ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამა

პიროვნება
სკოლები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება