მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლაში კარგად ესმით თუ რამდენად მნიშვნელოვანია თანამედროვე სამყაროში კომპიუტერული ტექნოლოგიების ხარისხიანი ცოდნა, ამიტომ ამ მიმართულებით მოსწავლეებს არაერთ ღონისძიებასა თუ აქტივობას სთავაზობენ.
18 ოქტომბერს, გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის Vბ და VIბ კლასის მოსწავლეებთან, მასწავლებელ თამარ კაკაჩიას თხოვნით, ისტ-ის გაკვეთილზე ონლაინ ჩაერთო „რობოლაბი-სიქას“ რობოტიკისა და ტექნოლოგიების სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი, ევროპული სკოლის ლექტორი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერი დავით ნოზაძე.
მოსწავლეებისთვის შეხვედრა მეტად საინტერესო აღმოჩნდა. ბავშვებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს და ცოდნა გაიღრმავეს.
აღსანიშნავია, რომ ონლაინ შეხვედრები გაგრძელდება, რაც მოსწავლეებს ახარებთ.
„მოსწავლეები ყურადღებით უსმენდნენ მას. ძალიან გაიხარეს, როცა ბატონი დავითი დაჰპირდა თანამშრომლობის ონლაინ გაგრძელებას. ასეთი ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.