მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისთან მჭიდრო თანამშრომლობით, ადამიანის უფლებების სწავლების სფეროში ტრენერთა მომზადებას განაგრძობს.
ტრენერთა ტრენინგი ადამიანის უფლებების თემაზე საგანმანათლებლო დაწესებულების კიდევ 28 მანდატურმა გაიარა.
ტრენინგის დახურვას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი სოფიო აბულაშვილი დაესწრო. მან ევროპის საბჭოს მრავალწლიანი მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და ტრენინგის მონაწილეებს წარმატებები უსურვა.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული სწავლების გამოყენებით, დეტალურად გაეცნენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: დისკრიმინაციული ქცევის ფსიქოლოგია: ბავშვთან ურთიერთობის თავისებურებები და არადისკრიმინაციული კომუნიკაცია; სიძულვილის ენა; ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და სიძულვილის ენას შორის; ევროპის საბჭოს ინსტრუმენტები ადამიანის უფლებების სწავლების სფეროში და სხვა.
ტრენინგს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ტრენერები, ევროპის საბჭოს ექსპერტების - ქეთი თავართქილაძისა და ნატო ანთიას მენტორობით უძღვებოდნენ.
ტრენინგები ჩატარდა ევროპის საბჭოს ოფისის მხარდაჭერით, პროექტის „თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„თუკი აბიტურიენტები განაცხადს/დოკუმენტს არ წარმოადგენენ შესაბამის ვადებში, ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში“
4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი