მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები, პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, შემოდგომის სემესტრში, 170- მდე საორიენტაციო კურსს 135 საჯარო სკოლაში გაივლიან.
სკოლები შეირჩა შემდეგი კრიტერიუმის მიხედვით:
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის სკოლები;
ის სკოლები, რომლებიც მდებარეობენ მუნიციპალიტეტებში, სადაც პროფესიული უნარების განვითარების კურსები 2017 წლიდან დღემდე მცირე მასშტაბით ან საერთოდ არ იყო წარმოდგენილი;
არაქართულენოვანი ან არაქართულენოვანი სექტორის მქონე სკოლები (სომხური/აზერბაიჯანული, ქართულ-სომხური და ქართულ-აზერბაიჯანული);
პროფესიული უნარების განვითარების საორიენტაციო კურსის მიზნებია:
ზოგად და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება
პროფესიული განათლების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა სკოლის მოსწავლეებსა და სასკოლო საზოგადოებაში
კარიერის მართვის სერვისების განვითარება და სკოლის მოსწავლეებისთვის გააზრებული და ინფორმირებული კარიერული გადაწყვეტილების მიღების პროცესის ხელშეწყობა
საორიენტაციო კურსის განმავლობაში, სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი ძალები მოსინჯონ მრავალფეროვან პროფესიებში, ახლომდებარე პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულების ბაზაზე, ან საკუთარ სკოლაში მოწყობილ მცირე პროფესიულ ლაბორატორიაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„თუკი აბიტურიენტები განაცხადს/დოკუმენტს არ წარმოადგენენ შესაბამის ვადებში, ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში“
„ჩვენ ალბათ ვერ ვხვდებით, რომ უკვე მომავლის სკოლაში ვართ...“
ვაჩიანის საჯარო სკოლაში ბილინგვური სწავლების ფარგლებში ღია გაკვეთილი ჩატარდა