TOP ნიუსი
სიახლეები
პიროვნება

„მოსწავლეს საგანი რომ შეაყვარო, აუცილებელია გიყვარდეს ის, ვისაც ასწავლი და ის, რასაც ასწავლი“-გაღმა საჯიჯაოს საჯარო სკოლის მასწავლებელი ლია ლოგუა
20-10-2023
-
+


ილია ქვარცხავას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა საჯიჯაოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლია ლოგუა კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული პიროვნებაა. მისთვის მნიშვნელოვანია ბავშვებთან გულწრფელი და მეგობრული ურთიერთობა, ასევე საგნის სიყვარული, რომლის გარეშეც, როგორც თავად აღნიშნავს შედეგი ვერ მიიღწევა. მოსწავლეებისთვის რჩევებს არ იშურებს, ხშირად ეუბნება მათ, რომ არ შეწყვიტონ განვითარება, იზრუნონ და დაეხმარნონ ერთმანეთს. etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს მასწავლებელი ლია ლოგუა პასუხობს.

- მიმდინარე სასწავლო წელს მაქვს მოლოდინი...
- წლევანდელი წელი იქნება მეტად საინტერესო და სიახლეებით დატვირთული.

- მასწავლებლისთვის წარმატება არის...
- ჩემთვის წარმატება, რა თქმა უნდა, ჩემი მოსწავლეების წარმატება, მათი სიყვარულითა და ცნობისმოყვარეობით სავსე თვალებია.

- მოსწავლეს საგანი რომ შეაყვარო, აუცილებელია ...
- გულწრფელობა. პირველ რიგში, გიყვარდეს ის, ვისაც ასწავლი და ის, რასაც ასწავლი. დანარჩენს რაც შეეხება, ყველა გულწრფელი ემოცია ხომ გადამდებია?

- მოსწავლეებს ხშირად ვურჩევ...
- არასდროს შევწყვიტოთ ერთმანეთის დახმარება და ის, რომ „ჩვენ ყველანი ვალდებულები ვართ ვიზრუნოთ მასზე, ვისაც მოვიშინაურებთ”.

- სიახლე, რომლის დანერგვასაც განათლების სისტემაში ვისურვებდი...
- ვისურვებდი საზაფხულო აქტივობებს, ბანაკებს, სპორტულ და ინტელექტუალურ ღონისძიებებს ყველა ასაკის მოსწავლეებისთვის.

- როდესაც მასწავლებლობას ვიწყებდი, ვერ წარმოვიდგენდი რომ...
- ბავშვებთან ურთიერთობით ამდენი რამის სწავლა შეიძლებოდა…

- პროფესიული განვითარებისთვის საჭიროა...
- ხვალ გახდე იმაზე ოდნავ უკეთესი, ვიდრე დღეს იყავი…


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება