სიახლეები
სკოლები

უსახელოსა და ნიგოზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის პროფესიული სწავლება დაიწყო
20-10-2023
-
+


ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ უსახელოს საჯარო სკოლისა და ვახტანგ ჯაოშვილის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო ინიციატივა ხორციელდება. 

მოსწავლეებისთვის, ჭიათურის რესურსცენტრი, ჭიათურის მერიის და ნიგოზეთის ადმინისტრაციული ერთეულის ინიციატივით, დაიწყო პროფესიული სწავლება - „საექთნო კურსი“. 

კურსს, რომელშიც ჩართულები არიან მე-8-მე-9 კლასის მოსწავლეები, ატარებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია, განათლების და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიასთან უსახელოს და ნიგოზეთის საჯარო სკოლის ხელმძღვანელებმა გააფორმეს მემორანდუმი, რამაც ხელი შეუწყო პროფესიული სწავლების დანერგვას სკოლებში და აღნიშნული პროგრამები მომავალ წლებშიც აუცილებლად გაგრძელდება სხვადასხვა კურსის სახით.

როგორც სკოლებში გვიყვებიან, აღნიშნული თეორიული კურსის გავლასთან ერთად, ბავშვები ჭიათურის სამედიცინო ცენტრში პრაქტიკულ მეცადინეობებს დაესწრებიან.

აღსანიშნავია, რომ საექთნო კურსის ხელმძღვანელები: ლია ბურძენიძე და უსახელოს საჯარო სკოლის ექიმი - ლია გაფრინდაშვილი გახლავთ.

კურსის დასრულების შემდეგ, წარმატებული მოსწავლეები მიიღებენ პროფესიული სასწავლებლის მიერ გაცემულ მოქმედ სერტიფიკატს, რომელიც მათ საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ, დასაქმების შესაძლებლობას მისცემს სამედიცინო დაწესებულებებში, სტაციონარებში, ამბულატორიებში, დიაგნოსტიკურ ცენტრებში, პირველადი ჯანდაცვის ობიექტებზე, რეაბილიტაციის ცენტრებში, ესთეტიკურ ცენტრებში, გადაუდებელი დახმარების ცენტრებში, ბინაზე, პანსიონატებში, პალიატიული მზრუნველობის ცენტრებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საბავშვო ბაღებში.

სკოლები, მადლიერები რომ მოსწავლეებს ამდენად კარგი შესაძლებლობა მიეცათ. 

„მადლობა, განათლების და მეცნიერების სამინისტროს, ჭიათურის რესურსცენტრის ხელმძღვანელს, ჭიათურის მერიას, ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის რექტორს, უსახელოს საჯარო სკოლის დირექტორს - გიორგი იაკობიძეს და ნიგოზეთის ვ.ჯაოშვილის სახელობის საჯარო სკოლის დირექტორს -  მერი პაპიძეს, ამ შესაძლებლობისთვის“, - აღნიშნავენ სკოლებში. 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც გაიწერა ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამა

პიროვნება
სკოლები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება