სიახლეები
სიახლეები, სკოლები, ეტალონი

თელავის „ეტალონი გუნდი“ გამოვლინდა
20-10-2023
-
+


„ეტალონის“ გუნდი განახლებული ფორმატით კვლავ აგრძელებს საქართველოს მასშტაბით მოგზაურობას. 19 ოქტომბერს „გუნდური ეტალონის“ ღონისძიება თელავში გაიმართა. 

თელავის „გუნდური ჩემპიონატის“ ფარგლებში ერთმანეთს მუნიციპალიტეტის მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდები შეეჯიბრნენ. ღონისძიებას თელავის N7 საჯარო სკოლამ უმასპინძლა. მონაწილეთა საგულშემატკივროდ კი დარბაზში ტრადიციულად შეიკრიბნენ ადგილობრივი ხელისუფლების, რესურსცენტრისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები. 

მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს თელავის მერის მოადგილე ფიქრია ყუშიტაშვილმა, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა მაია დათუნაშვილმა, თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ლევან მრელაშვილმა და თელავის N7 საჯარო სკოლის დირექტორმა მაია სილაგაძემ.

 

თელავის N7 საჯარო სკოლაში შეკრებილი საზოგადოებისათვის ღონისძიება ნამდვილი ცოდნის ზეიმი აღმოჩნდა: მონაწილეები ერთმანეთს საზრიანობასა და ერუდიციაში ეჯიბრებოდნენ, ამავდროულად კი უპირატესობის მოპოვებას სხვადასხვა სტრატეგიით ცდილობდნენ, ზოგიერთი გუნდი უფრო მეტად რისკავდა, ზოგი კი დაფიქრებასა და დროის სრულყოფილად გამოყენებას ამჯობინებდა. 

თითოეული სწორი პასუხის გამოცხადება გულმხურვალე აპლოდისმენტების თანხლებით ხდებოდა და ამ დროს მართლაც არ ჰქონდა მნიშვნელობა რომელმა გუნდმა გასცა სწორი პასუხი, რადგან ყველა ერთმანეთის წარმატებით გულიანად ხარობდა და ამაყობდა. 

20 კითხვის შედეგებით სამეული გუნდიც გამოვლინდა და აქაც თელავმა გასაოცარი ერთიანობა აჩვენა. 

 

პირველი ადგილი 80 ქულით მოიპოვა ყარაჯალის საჯარო სკოლამ. გუნდს ხელმძღვანელობდა მე-7 კლასის მოსწავლე ანისა ასანოვა, შემადგენლობაში კი შედიოდნენ: ანითა უქანოვა მე-7 კლასი, ელიფ ყურბანოვი მე-7 კლასი, ასმინ ნოვრუზოვი მე-6 კლასი, ელნურ ყურბანოვი მე-6 კლასი. 

მეორე ადგილი 75 ქულით მოიპოვა თელავის N9 საჯარო სკოლის გუნდმა მე-6 კლასელი ლილე ციციშვილის კაპიტნობით. გუნდის შემადგენლობაში შედიოდნენ: ლევანი ხანჯალიაშვილი მე-6 კლასი, ნიკოლოზი ტურაშვილი მე-6 კლასი, ლილე ციციშვილი მე-6 კლასი, ლიზი ფრანგიშვილი მე-6 კლასი. 

მესამე ადგილზე მე-7 კლასელი გიორგი კიკვიძის ხელმძღვანელობით გავიდა რუისპირის საჯარო სკოლის გუნდი 75 ქულით. გუნდის შემადგენლობაში შედიოდნენ: ავთანდილ დათულიშვილი მე-7 კლასი, ალექსანდრე კობაიძე მე-7 კლასი, ნიკოლოზ პაპუნაშვილი მე-6 კლასი, ნატალი თანდილაშვილი მე-6 კლასი. აღსანიშნავია, რომ მე-2 და მე-3 ადგილზე გასულმა გუნდებმა თანაბარი, 75-75 ქულა დააგროვეს, თუმცა თელავის N9 საჯარო სკოლის გუნდმა ეს უფრო მცირე დროში - 175 წამში შეძლო, რუისპირის საჯარო სკოლის გუნდს კი ამისთვის 209 წამი დასჭირდა. 

ღონისძიების დასასრულს სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდნენ izrune.ge-ში ჩართული გამორჩეულად წარმატებული მოსწავლეებიც. 

ღონისძიების სრული ფოტომასალა იხილეთ ბმულზე 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

განათლების სამინისტროში რეორგანიზაციის დაწყება etaloni.ge-ს ოფიციალურად დაუდასტურეს

„იცვლება საშუალო საფეხურის მოწყობა“ - მე-11 და მე-12 კლასელების საყურადღებოდ!

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება