მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის სახელობის ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N2 საჯარო სკოლაში დირექტორის არჩევნები ჩატარდა. სამეურვეო საბჭომ ხმების აბსოლუტური უმრავლესობით ერთხმად აირჩია განათლების და მეცნიერების სამინისტროს წარდგენილი კანდიდატი ლეილა ბათურიშვილი.
ლეილა ბათურიშვილმა წარმატებით ჩააბარა დირექტორის საკვალიფიკაციო გამოცდა და ასევე წარმატებით დაძლია გასაუბრების ორივე ეტაპი. 16 ოქტომბერს, კი სამეურვეო საბჭომ უფლებამოსილება მიანიჭა.
ლეილა ბათურიშვილი სასკოლო საზოგადოებას ნდობის გამოცხადებისთვის მადლობას უხდის და ჰპირდება, რომ სკოლის საკეთილდღეო საქმეს კვლავაც ღირსეულად ემსახურება.
„მადლობა, განათლების და მეცნიერების სამინისტროს, ახმეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, სამეურვეო საბჭოს, სასკოლო საზოგადოებას გამოცხადებული ნდობისთვის. კვლავაც მაღალი პასუხისმგებლობით და ენთუზიაზმით გავაგრძელებ მოღვაწეობას სასკოლო საზოგადოებასთან ერთად, გუნდური მუშაობით, ურთიერთთანამშრომლობით, საგანმანათლებლო სივრცეში მიმდინარე სიახლეების დანერგვისათვის“, - აღნიშნავს ლეილა ბათურიშვილი.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად, სკოლებში სამეურვეო საბჭოების მიერ სკოლის ხელმძღვანელების არჩევის პროცესი მიმდინარეობს. სავარაუდოდ, არჩევნები ოქტომბერში დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით 6 წლის ვადით ირჩევს სკოლის დირექტორს, რომელსაც რეგისტრაციაში ატარებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა. სამეურვეო საბჭო შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული არანაკლებ 6 და არაუმეტეს 12 წარმომადგენლისაგან და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული ერთი წევრისგან.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს
2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც გაიწერა ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამა
„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს
ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ