სიახლეები
სკოლები

თბილისის N94 სკოლის პედაგოგი ნინო გიგოლაშვილი საერთაშორისო პროექტებზე წარმატებით მუშაობისთვის დაჯილდოვდა
20-10-2023
-
+


ჯამბულ წურწუმიას სახელობის თბილისის N94 საჯარო სკოლის პედაგოგები სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში აქტიურად ერთვებიან.

მათ შორის არის, სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი ნინო გიგოლაშვილი, რომელიც eTwinning-ის საერთაშორისო პროექტის - „Protect the Environment For The Future - დაიცავით გარემო მომავლისთვის“ თანადამფუძნებელია

პროექტში საქართველოს და თურქეთის სკოლები მონაწილეობდნენ.

როგორც პედაგოგი აღნიშნავს, პროექტი მიზნად ისახავდა გარემოს დაბინძურებით გამოწვეული პრობლემების იდენტიფიცირებას და გარემოს დაცვითი ღონისძიებების შემუშავებას.

„ეს თემა, ყველაზე ხშირად განხილვადი თემაა და კაცობრიობისთვის ყველაზე დიდ საფრთხედაა მიჩნეული“, - ამბობს ის.

ასევე მასწავლებლის მონაწილეობით, წარმატებით განხორციელდა, მეორე პროექტი - „Quit Smoking it's never too late - დაანებეთ თავი მოწევას არასდროს არის გვიან“, რომელშიც საქართველოს, თურქეთის, იორდანიის, აზებაიჯანის, პოლონეთის, ხორვატიის პარტნიორი სკოლები მონაწილეობდნენ.

პროექტი მიზნად ისახავდა ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის გაცნობიერებას და მის დაცვას, მავნე ჩვევებზე უარის თქმას.

„სიგარეტის მოწევა რომ ჯანმრთელობას აზიანებს, ამაზე მთელი მსოფლიო თანხმდება, თუმცა ამ მავნე ჩვევაზე უარის თქმა არც ისე მარტივია. პროექტზე მუშაობამ უზრუნველყო მოსწავლეებში კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების, თანამშრომლობის, კომუნიკაციის უნარების განვითარება“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ერთობლივი მუშაობისას, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვები ეცნობოდნენ ახალ ინფორმაციას, აანალიზებდნენ, უსმენდნენ განსხვავებულ აზრებს, ერთად ეძებდნენ და პოულობდნენ პრობლემის გადაჭრის გზებს. აკეთებდნენ დასკვნებს და შეფასებებს.

„პროექტში გამოყენებული აქტივობები ინტეგრირებულია ესგ-სთან. აქტივობები მოიცავს კრეატიულ წერას, ლაპარაკს, ლექსების, ლოზუნგების, ტექსტების, უცნობი ფრაზების, პრეზენტაციების და ა.შ შექმნას“, - აღნიშნავს სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი ნინო გიგოლაშვილი. 

აღსანიშნავია, რომ eTwinning-ის ორივე პროექტმა მიიღო ეროვნული ხარისხის ნიშანი.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც გაიწერა ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამა

პიროვნება
სკოლები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება