სიახლეები
სკოლები

ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სახალხო დღესასწაულს შთამბეჭდავი სანახაობით შეუერთდნენ
20-10-2023
-
+


ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები „ჭიათურობის“ დღესასწაულის აღნიშვნას დიდი შემართებითა და ინტერესით შეუერთდნენ.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლე-მასწავლებლებმა ჩვეული, განუმეორებელი ხელწერით „შავი ოქროს ქალაქს“, საოცარი, საუცხოო სიუჟეტის შინაარსით გამორჩეული პერფორმანსი შესთავაზეს.

„ღონისძიების სულისჩამდგმელი გახლდათ ზღვა ენერგიით გამორჩეული, თავისი საქმის პროფესიონალი პედაგოგი ასმათ მუმლაძე და საქმეზე უზომოდ შეყვარებული, მუსიკალური გამფორმებელი წარმოდგენისა, არაჩვეულებრივი ქალბატონი ფატმან ცარციძე“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ეს დღე ჭიათურაში ყოველთვის განსაკუთრებულად აღინიშნება, გამონაკლისი წელსაც არ ყოფილა.

„მზესავით ბრწყინავდა  2023 წლის 7 ოქტომბერს ლამაზი, კოპწია, პატარა ქალაქის - ჭიათურის თითოეული კუთხე-კუნჭული. ბედნიერი ღიმილითა და გულთბილი სალმით ხვდებოდნენ ადამიანები ერთმანეთს. ირგვლივ სიყვარულის ზეიმი სუფევდა, ქალაქი დღესასწაულს - „ჭიათურობას“ აღნიშნავდა“, - გვიყვებიან სკოლაში.

სკოლის მოსწავლეები დიდი ხალისით მონაწილეობდნენ ამ ღონისძიების ფორმატში მომზადებულ ფლეშმობში, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ლამზირა რობაქიძე და სოფიო გობოზოვა.

ბავშვებმა ასევე სხვადასხვა საზოგადო მოღვაწის როლი მოირგეს, შესაბამის, ქართულ ტრადიციულ სამოსში გამოეწყვნენ და საზოგადოებას ლამაზი სანახაობა შესთავაზეს.

პანტომიმისა და ხმოვანი ეფექტების თანხლებით, დახვეწილი გემოვნებით მორთულ გარემოში კახელები თავიანთ ინტელექტუალურ საკუთრებას სთავაზობდნენ ჭიათურლებს.

წინანდალში, ჭავჭავაძიანთ ლამაზ ასულებს ეკატერინესა და ნინოსა, ხოტბას ასხამდნენ ტატო და გრიბოედოვი. უმშვენიერესმა მანანა ორბელიანმა ბანოვანთა გუნდით მიულოცა კოხტა ქალაქს დღესასაწაული. საქართველოს უპირველესი ერისკაცი, ილია ჭავჭავაძე, მთელი თავისი დიდებულებით იდგა და ჩვეული სიდარბაისლით გვმოძღვრავდა დიდი ინტელექტის ქალაქს.

გოგლა ლეონიძე თავის უსაყვარლეს მარიტასა და გედიასთან ერთად გვესტუმრა და გულის ფესვიდან ამოხეთქილი სიტყვებით სიყვარულს უმხელდა ჭიათურლებს.

ფიროსმანს, ჩვენს ნიკალას, ეხატებოდა და ხატავდა, თან თავისი გულუხვობით ვარდებს სთავაზობდა ლამაზ ქალბატონებს.

 სარაჯიშვილმა გულახდილად გაგვიმხილა, რომ მეორე ასეთი ქალაქი დედამიწის ზურგზე არსად  ეგულებოდა და ფეშქაშად  თავისი სახელობის კონიაკი „სარაჯიშვილის კონიაკი“ მიართვა ქალაქს.

ერის მშვენება, ულამაზესი ნატო ვაჩნაძე, ვაჟიშვილებთან ერთად უმღეროდა მზისა და სიყვარულის ქალაქს. 

ბერიკაშვილმა ულამაზესი დალოცვით შესვა სასმისი ჭიათურის დღეგრძელობისა. ლადო ათანელმა  „ღვინოვ კახურო“ მოგვიძღვნა.

ქართული გენიის ჯადოქრებმა, ილიკო სუხიშვილმა და ნინო რამიშვილმა, დაისით დააგვირგვინეს კახელების მილოცვა ჭიათურისადმი“ , - გვიყვებიან სკოლაში.

ასეთი შთამბეჭდავი სანახაობა, რომელიც მოსწავლეებმა, პედაგოგების ხელმძღვანელობით წარადგინეს გასაკვირი არავისთვის ყოფილა, რადგან როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სკოლას კრეატიულობითა და მიზანსწრაფულობით დაჯილდოებული ცირა ბრეგვაძე უდგას სათავეში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც გაიწერა ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამა

პიროვნება
სკოლები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება