სიახლეები
სკოლები

მაიდნის საჯარო სკოლას ​მეორე ვადით გია ბიძიშვილი უხელმძღვანელებს 
20-10-2023
-
+


აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაიდნის  საჯარო  სკოლაში დირექტორის არჩევნები ჩატარდა. 

სამეურვეო საბჭომ ხმების აბსოლუტური უმრავლესობით ერთხმად აირჩია და ნდომა მეორედ გამოუცხადა განათლების და მეცნიერების სამინისტროს წარდგენილ კანდიდატს - გია ბიძიშვილს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ გია ბიძიშვილი ღირსეული კანდიდატი და წარმატებული სკოლის წარმატებული დირექტორია.

გია ბიძიშვილი სასკოლი საზოგადოებას ნდობის გამოცხადებისთვის მადლობას უხდის და მოსწავლე-მასწავლებლებს ჰპირდება, რომ სკოლის საკეთილდღეო საქმეს კვლავაც ღირსეულად ემსახურება. 

„მადლობა, განათლების და მეცნიერების სამინისტროს, სამეურვეო საბჭოს, სასკოლო საზოგადოებას გამოცხადებული ნდობისთვის. კვლავაც მაღალი პასუხისმგებლობით და ენთუზიაზმით გავაგრძელებ მოღვაწეობას სასკოლო საზოგადოებასთან ერთად, გუნდური მუშაობით, ურთიერთთანამშრომლობით, საგანმანათლებლო სივრცეში მიმდინარე სიახლეების დანერგვისათვის“, - ამობობს გია ბიძიშვილი. 

აღსანიშნავია, რომ ამჟამად, სკოლებში სამეურვეო საბჭოების მიერ სკოლის ხელმძღვანელების არჩევის პროცესი მიმდინარეობს. სავარაუდოდ, არჩევნები ოქტომბერში დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით 6 წლის ვადით ირჩევს სკოლის დირექტორს, რომელსაც რეგისტრაციაში ატარებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა. სამეურვეო საბჭო შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული არანაკლებ 6 და არაუმეტეს 12 წარმომადგენლისაგან და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული ერთი წევრისგან. 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც გაიწერა ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამა

პიროვნება
სკოლები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება