სიახლეები
სკოლები

თლუღის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მასშტაბური სპორტული ინიციატივა
23-10-2023
-
+


ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა არსებული ინფრასტრუქტურისა და მატერიალური ბაზის  შესაბამისად, სწორად დაგეგმილი ფიზიკური აქტივობის გაკვეთილების ჩატარებას. 

გაკვეთილებს კი, დიდი ყურადღებითა და ენთუზიაზმით მასწავლებელი - ივანე კობახიძე ხელმძღვანელობს. 

მოსწავლეები ხალისით ერთვებიან, როგორც კლასში, ასევე კლასგარეშე ჩატარებულ სპორტულ ღონისძიებებში. მასწავლებელი და მოსწავლეები ერთად გეგმავენ და აწყობენ სახალისო სპორტულ შეჯიბრებებს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი და დაგეგმეს მშობლებისა და მასწავლებლების თანხმობით მეზობელი სკოლების მოსწავლეებთან ერთად ჩაატარონ - „მხიარული სტარტები“.

სკოლა მოხარულია ინიციატივით, რადგან მოსწავლეები გაამრავალფეროვნებენ სასკოლო ცხოვრებას, ისწავლიან ურთიერთთანამშრომლობას, მეგობრობას, გაიზიარებენ ერთმანეთის გამოცდილებას.

სკოლაში გააზრებული აქვთ, რომ ეს ყველაფერი მოსწავლეებს დაეხმარებათ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში, რაც ხელს შეუწყობს ჰარმონიულად განვითარებული თაობების ჩამოყალიბებას.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც გაიწერა ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამა

პიროვნება
სკოლები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება