სიახლეები
სკოლები

„მედიაწიგნიერება სასკოლო გარემოში“​ - ერკეთის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
23-10-2023
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში ჩატარდა მედიაწიგნიერების  კვირეული და განხორციელდა პროექტი  - „მედიაწიგნიერება სასკოლო გარემოში“, რომელმაც ინტეგრირებულად მოიცვა ლიტერატურა და კომპიუტერული ტექნოლოგიები.

პროექტის ხელმძღვანელებმა, პედაგოგებმა ხატია ბარამიძემ და ცისია კალანდაძემ, ჩაატარეს ინფორმაციული ხასიათის შეხვედრები და პრეზენტაციები, მოსწავლეებმა შექმნეს პოსტერები და სასკოლო საზოგადოებასა და თემს მიაწოდეს ინფორმაციები სანდო და არასანდო საიტებზე, ტროლებსა და ბოტებზე.

პროექტის ბოლო ეტაპზე მოეწყო დებატები. ერთმანეთს შეეჯიბრა ორი გუნდი - „მედიათეკა“ და „ობიექტივი“, რომლებიც დაკომპლექტდა პედაგოგებით და მოსწავლეებით.  გამოვლინდა გამარჯვებულები.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მედიაწიგნიერების კვირეულის მიმართ ინტერესი უქმნით იმის საფუძველს, რომ სკოლა კვლავ გააგრძელებს ამ კუთხით მუშაობას.

„ჩვენი მიზანია, მიზანმიმართულად გავიკვლიოთ გზა ციფრულ სამყაროში და შეგვეძლოს სანდო, უსაფრთხო და გამჭირვალე ინფორმაციის „შექმნა“,-აცხადებენ სკოლის მოსწავლეები.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც გაიწერა ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამა

პიროვნება
სკოლები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება