სიახლეები
სკოლები

„დღეს, ჩვენს სკოლაში გუნდურობამ, თანამშრომლობამ გაიმარჯვა“- ვანის N2 სკოლის სამეურვეო საბჭომ ნდობა არსებულ დირექტორს - თეონა ადეიშვილს გამოუცხადა
23-10-2023
-
+


გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ვანის N2 საჯარო სკოლაში დირექტორის არჩევნები ჩატარდა. სამეურვეო საბჭომ ნდობა არსებულ დირექტორს - თეონა ადეიშვილს გამოუცხადა. 

თეონა ადეიშვილი სასკოლო თემს ნდობისთვის მადლობას უხდის და ჰპირდება, რომ სკოლის საკეთილდღეო საქმეს კვლავაც დიდი შემართებით, ღირსეულად ემსახურება. 

„ემოციური იყო დღევანდელი დღე, ოფიციალურად გამომიცხადა ნდობა გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ვანის N2 საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოებამ... ბედნიერი ვარ და უზომოდ მომართული. ვიცი ბევრი, ძალიან ბევრი უნდა ვიშრომოთ...

და მაინც როგორ მოვედით დღემდე? ჩემი მაღალპროფესიონალი, მოტივირებული, საოცარი გუნდით, ჩემი გონიერი, ჭკვიანი ბავშვებით და მშობლებით, რომლებიც სკოლის წარმატების სადარაჯოზე დგანან...

არაფერი იქნებოდა ამ საოცარი გუნდის გარეშე... ჰოდა ვაგრძელებთ....

დღეს ჩვენს სკოლაში გუნდურობამ, თანამშრომლობამ გაიმარჯვა, ჩემი სკოლის ყველა მასწავლებელი ლიდერია, სწორედ მათ გაიმარჯვეს!!!!

წარმატებაზე ორიენტირებულმა მშობლებმა და კრეატიულმა მოსწავლეებმა გაიმარჯვეს...

ჩემს კოლეგა, მეგობარ დირექტორებს ვულოცავ, ზუსტად ვიცი, რომ ღირსეულნი ხართ, მადლიერება ჩემს დიდ, ერთიან გუნდს, წინ უამრავი წარმატებაა“,- აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი. 

ამჟამად, სკოლებში სამეურვეო საბჭოების მიერ სკოლის ხელმძღვანელების არჩევის პროცესი მიმდინარეობს. სავარაუდოდ, არჩევნები ოქტომბერში დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით 6 წლის ვადით ირჩევს სკოლის დირექტორს, რომელსაც რეგისტრაციაში ატარებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა. სამეურვეო საბჭო შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული არანაკლებ 6 და არაუმეტეს 12 წარმომადგენლისაგან და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული ერთი წევრისგან. 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც გაიწერა ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამა

პიროვნება
სკოლები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება