სიახლეები
სკოლები

„მოდით გავზარდოთ მეტი მცენარე“ - კერძო სკოლა „ანაბასისისა“ და ვიეტნამის სკოლის საერთო პროექტი წარმატებით განხორციელდა
23-10-2023
-
+


ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეები, მასწავლებელთა ხელმძღვანელობით, საინტერესო, შემეცნებით პროექტებსა და აქტივობებში დიდი მონდომებით ერთვებიან. სკოლა ასევე აქტიურად თანამშრომლობს ვიეტნამის სკოლასთან - „ლაო კაი“, რომელთან ერთადაც სხვადასხვა პროექტს ახორციელებს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათთან თანამშრომლობა ონლაინ სივრცეში კარგად გამოსდით.

ამჯერად, კი სკოლებმა ერთად განახორციელეს პროექტი -  „მოდით გავზარდოთ მეტი მცენარე“, რომლის ხელმძღვანელი ინგლისურის პედაგოგი ნანა ფერაძე გახლდათ.

პროექტში აქტიურად ჩაერთნენ სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები, რომლის დამრიგებელიც ქეთი ყიფიანია. 

„ყოჩაღები ესტუმრენ ზესტაფონში „Gardenia Ekseulidze - იმერულ ეზოს“. მოსწავლეებმა დაათვალიერეს გარე და შიდაინტერიერის მცენარეები, ასევე გაეცნენ ინფორმაციას, თუ რა მნიშვნელობა აქვს მცენარეების არსებობას ჩვენს ეკოსისტემაში“, - გვიყვებიან სკოლაში.

განსაკუთრებული ყურადღება კი, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, გამახვილდა გადაშენების პირას მყოფ კოლხურ ბზაზე. მოსწავლეებმა თავიანთი ხელით გადარგეს ბზა და მათთვის სასურველი მცენარეები ჩარგეს.

ისინი ასევე სხვადასხვა სახის აქტივობაში მონდომებით მონაწილეობდნენ, რაც მათთვის მეტად შემეცნებითი და ნაყოფიერი იყო.

„მადლობა მასპინძლობისთვის, 8-წლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე ფლორისტ ავთანდილ ექსეულიძეს. ყველა ბავშვმა შეიძინა მცენარეები, რომლებსაც სახლის პირობებში მოუვლიან და დააკვირდებიან“, - ამბობენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ 19 ოქტომბერს ასევე კი ლაო კაის (ვიეტნამი) და სკოლა „ანაბასისის“ სკოლებს შორის გაიმართა სპეციალური ღონისძიება.

როგორც სკოლაში ამბობენ, მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა, Hope Edu English Center-ისა და TBC-ის გარემოსდამცველებმა 
ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია გარემოს დაცვის პროექტის შესახებ.

„მსგავსი პროექტები მასწავლებლებსა და მოსწავლეებს აძლევს სასარგებლო გზავნილებს, ქვეყნებს შორის გეოსივრცითი დისტანციის მიუხედავად. მასწავლებლებისა და მოსწავლეების დამაკავშირებელი პროექტები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ხსნის უსაზღვრო სასწავლო სივრცეს. პროექტის აქტივობები მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს განივითარონ კომუნიკაციის უნარები, თანამშრომლობა, კრეატიულობა, რაც შესაძლებლობას აძლევთ აქტიურად იყვნენ ჩართულნი გარემოსდაცვით ღონისძიებებში“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სტუმრებმა პროექტის მონაწილეებს უდიდესი მადლობა გადაუხადეს ამ შრომისთვის.

„მოსწავლეების აქტივობების, იდეებისა და შემოქმედების გაზიარების შემდგომ, სტუმრებმა პროექტის მონაწილეებს, ქვეყნების მომავალ მფლობელებს, მადლიერება, დაფასება და სიყვარული მიუძღვნეს.

დიდი მადლობა ვიეტნამელ პედაგოგს, ხან ტრანს (Khanh Tran) და სკოლა „ანაბასისის“ პედაგოგს, ნანა ფერაძეს მოსწავლეთა საინტერესო პროექტში ჩართვისათვის“, - ამბობენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც გაიწერა ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამა

პიროვნება
სკოლები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება