სიახლეები
სკოლები

კერძო სკოლა „ანაბასისში“ მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ყველა წესის დაცვით გაიმართა 
23-10-2023
-
+


ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისში“ მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ყველა წესის გათვალისწინებით, წარმატებით ჩატარდა. არჩევნებში საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

მის ორგანიზებაში, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეებთან ერთად, აქტიურად იყვნენ ჩართულნი სკოლის დირექტორი ქეთევან ედიბერიძე, დირექტორის მოადგილე ხარისხის მართვის საკითხებში, სამოქალაქო განათლების პედაგოგი და კლუბის მეურვე თეა სამხარაძე, ასევე, საბაზო და საშუალო საფეხურის კლასების დამრიგებლები.

მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება შემდეგნაირად წარიმართა:

  • შეიქმნა საარჩევნო კომისიები;
  • თვითმმართველობის წევრობის კანდიდატები დარეგისტრირდნენ და გამართეს საარჩევნო კამპანია;
  • მომზადდა საარჩევნო სიები;
  • მოეწყო საარჩევნო უბანი.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, საარჩევნო პროცედურები ჩატარდა თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, გამჭვირვალობისა და კლასების მიხედვით მოსწავლეთა თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპების დაცვით.

„ორივე საფეხურის თვითმმართველობის წევრები პირველ სამუშაო შეხვედრა ერთ კვირაში გამართავენ, რათა აირჩიონ თვითმმართველობის თავმჯდომარე და გადაინაწილონ ფუნქციები მოსწავლეთა თვითმმართველობაში“, - ამბობენ სკოლაში.

აღსანიშნავია, ასევე ისიც, რომ 20 ოქტომბერს სკოლა „ანაბასისში“ საბაზო და საშუალო საფეხურის დელეგატთა გაერთიანებული სხდომა გაიმართა.

მე-10 კლასის მოსწავლეებმა, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, თანასკოლელების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, ისაუბრეს თემაზე: „მოქალაქეობის კონცეფციის ცვლილებები“.

მოსწავლეებმა მოისმინეს სამოქალაქო განათლების პედაგოგის თეა სამხარაძის პრეზენტაცია თემაზე: „მოსწავლის ადგილი და როლი სკოლის თვითმმართველობაში“. იმსჯელეს მოსწავლეთა თვითმმართველობის ძირითადი მიზნებისა და ამოცანების შესახებ.

„მათ ასევე გამოთქვეს მზაობა, რომ ხელი შეუწყონ სკოლის ფუნქციონირებასა და მმართველობით საკითხებში მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობას“, - გვიყვებიან სკოლაში.

მოსწავლეთა თვითმმართველობის ძირითად მიზნებს, როგორც აღნიშნავენ, წარმოადგენს:

  • მოსწავლეთა პრობლემური თუ საინტერესო საკითხების განხილვა და აღნიშნულთან დაკავშირებით სკოლის მმართველობითი ორგანოების ინფორმირება;
  • სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობების ორგანიზება;
  • მოზარდის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება;
  • ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება;
  • კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა;
  • მოსწავლის მიერ საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელშეწყობა;
  • მოსწავლეთა ჩართვა სხვადასხვა ღონსძიებებსა და აქტივობებში.

„ანაბასისელებს აქვთ სურვილი ფორმალური განათლების მიღებასთან ერთად, გამოიმუშავონ კომპეტენციები, რომ ჩამოაყალიბონ, მართონ, შეათანხმონ სამუშაო და ჰქონდეთ ახალი, საინტერესო, სიკეთეებისა და საჭირო ცვლილებების მოტანის ინტერესი.

ასევე აღსანიშნავია, რომ ანაბასისის მოსწავლეთა თვითმმართველობას საკუთარი ლოგო აქვს, რომელიც მეთორმეტე კლასის მოსწავლე თამარ კაპანაძემ შექმნა“, - გვეუბნებიან სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც გაიწერა ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამა

პიროვნება
სკოლები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება