სიახლეები
სკოლები

დარკვეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მეგობრობის მაგალითი და სიურპრიზი თანაკლასელს 
23-10-2023
-
+


ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ დარკვეთის საჯარო სკოლის პედაგოგი - ანნა ქავზინაძე, თავს მოსწავლეებს მუდამ სიყვარულს შთააგონებს, მათ ჰუმანურობისა და სიკეთისკენ მოუწოდებს. 

პედაგოგის ფასდაუდებელი რჩევები კი, თავის მოსწავლეებში ყოველთვის ღრმად ილექებოდა და ეს საუკეთესოდ გამოჩნდა მაშინ, როცა ისინი მთელი გულით გულშემატკივრობდნენ თანაკლასელს, რომელმაც ოპერაცია გაიკეთა. 

პედაგოგი ამაყია, რომ შეძლო და მოსწავლეებში ემპათიის მაღალი გრძნობა, მეგობრობა და სიყვარული დანერგა. 

გიზიარებთ, მასწავლებლის ემოციურ წერილს: 

„მე ვიგრძენი, როგორც კლასის ხელმძღვანელმა, რომ ჩემს შრომას, დარიგებას, სწავლას მეგობრობის და სიყვარულის ძლიერი გრძნობის შესახებ ტყუილად არ ჩაუვლია...რომ ისინი ყოველთვის იქნებიან ცხოვრებაში, მეგობრობის და სიყვარულის განმახორციელებლები...“, - წერს პედაგოგი. 

მონატრებულ თანაკლასელს მოსწავლეები დიდი სიყვარულითა და ფერადი ბუშტებით შეეგებნენ. მას მრავალფეროვნად მორთული საკლასო ოთახი დაახვედრეს და გამოჯანმრთელება მიულოცეს. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 

 

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც გაიწერა ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამა

პიროვნება
სკოლები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება