სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

ყველაზე გავრცელებული შეცდომები კლასის მენეჯმენტში - ინფორმაცია პედაგოგებისთვის
27-10-2023
-
+


პედაგოგებისთვის კლასის სწორად მართვა ძალიან რთული და საპასუხისმგებლოა. თითოეული მეთოდი თუ სტრატეგია შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს თუ როგორ წარიმართება საგაკვეთილო პროცესი. სწორედ ეს განსაზღვრავს მოსწავლეთა მოტივაციის როგორც გაზრდას, ასევე პირიქით, შემცირებას. სწორედ, ამიტომ მნიშვნელოვანია კლასის მართვის სტრატეგიები სწორად და ეფექტურად იყოს შედგენილი.

მისმა არასწორმა მენეჯმენტმა, შესაძლოა პედაგოგები კლასში არეულობამდე მიიყვანოს, რომელიც პირდაპირ მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე აისახება.

განათლების სფეროს ექსპერტები და მკვლევარები გამოყოფენ რამდენიმე შეცდომას, რომელსაც შესაძლოა მასწავლებლები კლასის მენეჯმენტში უშვებდნენ.

რეაგირება ზედაპირულ ქცევაზე (და არა ძირითად მიზეზებზე)

თუ ორი მოსწავლე არასწორად იქცევა, მაგალითად, თუ ისინი სკოლის შინაგანაწესს არღვევენ ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა მიზეზის გამო. „სტრატეგია, რომელიც აღმოფხვრის ერთი მოსწავლის ქცევას, შეიძლება გააუარესოს მეორის ქცევა“, - განმარტავენ მკლევარები. რეფლექსური რეაგირების ნაცვლად, მასწავლებელმა უნდა მოძებნოს არასწორი ქცევის ძირითადი მიზეზები. ასევე, პედაგოგები ხშირად ყოველ წვრილმანზე მძაფრად რეაგირებენ. მაგალითად, თუ ერთმა მოსწავლემ მეორეს ყურში რაღაც გადაუჩურჩულა, იმის ნაცვლად, რომ დასაჯოთ და საყვედური უთხრათ, უბრალოდ აგრძნობინეთ, რომ საუბრისას გაკვეთილის საინტერესო ნაწილს ჩამორჩებიან.

კლასის წინაშე საყვედური/დასჯა

კლასელების თანდასწრებით ბავშვისთვის საყვედურის თქმა და მისი დასჯა, მასში დიდ აგრესიას, პროტესტის გრძნობას გამოიწვევს. ასე, შესაძლოა, საგანიც კი შესძულდეს. მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ეს სტრატეგია ვერ აფერხებს სამომავლო არასწორ ქმედებებს, პირიქით, შესაძლოა კიდევ უფრო „გააუარესოს ქცევები“. იმის ნაცვლად, რომ საჯაროდ მიუთითოთ მოსწავლეებს არასწორი ქმედებებისკენ, პირადად მიმართეთ და წაახალისეთ, დაფიქრდნენ არასწორ ქმედებებზე.

მუდმივად პოზიტიური მოლოდინი

არ დაავალდებულოთ ბავშვები, რომ აუცილებელია მუდმივად ყველაფრის სრულყოფილად გაკეთება. ასეთი მოლოდინები ბავშვს სტრესულ მდგომარეობაში აყენებს. მან დავალება და საქმე უნდა აკეთოს პირველ რიგში, იმის გააზრებით, რომ ეს მისთვისაა საჭირო და არა კონკრეტულად პედაგოგისთვის. დაეხმარეთ მათ, გაიაზრონ სწავლის მნიშვნელობა, შედეგიც არ დააყოვნებს...

მიკერძოება, ბავშვების გამოყოფა

თუ მოსწავლეები იგრძნობენ, რომ მათ თანაკლასელს მეტ დროს უთმობთ, ან ის უფრო  გიყვართ, გაუჩნდებათ პროტესტის და უსამართლობის გრძნობა. ისინი მიიჩნევენ, რომ მათ დავალებებს არაობიექტურად აფასებთ და დაკარგავენ ნდობას თქვენ მიმართ.

მოსწავლეებთან მეგობრული ურთიერთობის ნაკლებობა

მეგობრული ურთიერთობები ნებისმიერ სიტუაციაში დაგეხმარებათ გამოასწოროთ მოსწავლეთა ქცევები. როდესაც ბავშვი ხედავს, რომ მისი პიროვნებით ნამდვილად დაინტერესებული ხართ ის თქვენ მიმართ ნდობით იმსჭვალება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მასთან არ გაქვთ უშუალო ურთიერთობა, შესაძლოა ბევრი ტყუილი მოიფიქროს, იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ვერ მოახერხა დავალების შესრულება. თუმცა, თუ მას ეცოდინება, რომ პრობლემას ერთად მოაგვარებთ, არ მოგატყუებთ, თქვენი იმედი ექნება და შეცდომასაც გამოასწორებს.

მხოლოდ უარყოფით ქცევაზე ფოკუსირება

ზოგჯერ მასწავლებლები ივიწყებენ კლასში დადებითი ქცევის წახალისებას და მოსწავლეთა შექებას. არ უგულებელყოთ მათი მცდელობები, თუნდაც სწავლაში. ეხ ბავშვს მოტივაციას აუმაღლეს, მუდამ უარყოფით ქცევაზე ხაზგასმა კი უარეს შედეგებს მოგიტანთ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება