მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ შომახეთის საჯარო სკოლაში დირექტორის არჩევნები ჩატარდა. სამეურვეო საბჭომ ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით იოსებ მაჭარაშვილი დირექტორად აირჩია.
სკოლაში სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება ახარებთ და ხელმძღვანელს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ.
„ვულოცავთ ბ/ნ იოსებს, დამსახურებულ გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებულ საქმიანობას შომახეთის საჯარო სკოლის დირექტორის პოზიციაზე!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
ამჟამად, სკოლებში სკოლის ხელმძღვანელების არჩევნები მიმდინარეობს. სავარაუდოდ, არჩევნები ოქტომბერში დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით 6 წლის ვადით ირჩევს სკოლის დირექტორს, რომელსაც რეგისტრაციაში ატარებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა. სამეურვეო საბჭო შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული არანაკლებ 6 და არაუმეტეს 12 წარმომადგენლისაგან და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული ერთი წევრისგან.
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს
2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც გაიწერა ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამა
„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს
ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ