სიახლეები
სკოლები

სენაკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მრავალფეროვანი საშემოდგომო ღონისძიება 
23-10-2023
-
+


გენო ადამიას სახელობის სენაკის N1 საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა შემოდგომას საინტერესო ღონისძიება მიუძღვნეს.

სკოლის მე-3 კლასის დამრიგებლის - ნინო გარუჩავას ხელმძღვანელობით, ბავშვებმა ღონისძიებაზე მრავალფეროვანი აქტივობები წარადგინეს.

მესამეკლასელებმა ზეიმზე იმღერეს, იცეკვეს, შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო ხალისიანად გაატარეს. მათ ასევე თემატური ლექსები წაიკითხეს, ნამუშევრები შექმნეს.

აქტივობაში ბავშვები დიდი სიხარულითა და ენთუზიაზმით ჩაერთნენ.

„ძვირფასო შემოდგომა, გთხოვთ ნუ ხარ სევდიანი. ჩვენ იმაზე მეტად გვიყვარხარ, ვიდრე გგონია. ანდაც როგორ არ უნდა გვიყვარდე, შენ ხომ მწიფე ხილი, ჩურჩხელა და ფელამუში მოგაქვს. სკოლაც დაიწყება თუ არა, შენი წყალობით ჩვენი ეზო მრავალფრად იქცევა. შენ გამო ხდება ეზოში თამაშიც უფრო სახალისო და მომხიბვლელი. ნუ დამწუხრდები - სიყვარულით, შემოდგომის ბავშვები სენაკიდან“, - ასე შეეგებნენ სკოლაში შემოდგომის შებრძანებას.

იხილეთ ვიდეო:



კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც გაიწერა ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამა

პიროვნება
სკოლები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება