სიახლეები
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში რიგით მეთერთმეტე „შემოდგომის ფესტივალი“ გაიმართა
23-10-2023
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო აქტივობა ეწყობა. 

ამჯერად, გიმნაზიაში ტრადიციული, რიგით მეთერთმეტე, „შემოდგომის ფესტივალი“ გაიმართა, რომელიც მისი უწმიდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საიუბილეო თარიღებს მიეძღვნა.

ფესტივალის პარტნიორები იყვნენ: წმიდა თამარ მეფის სახელობის ხელოვნების სკოლა-პანსიონი და პროფესიული კოლეჯი, აგრეთვე, საერთაშორისო ასოციაცია - „არსიანი“.

როგორც გიმნაზიაში ამბობენ, თავდაპირველად, ახალ სცენაზე, საშემოდგომო-საზეიმო კონცერტი გაიმართა, რომელშიც გიმნაზიისა და ხელოვნების სკოლა-პანსიონის (დირექტორი - ნანა ანთაძე, სახელოვნებო სწავლების კოორდინატორი - თამილა ფოლადიშვილი) მოსწავლეები: საერთაშორისო ფესტივალ „მომავლის ვარსკვლავების“ ლაურეატი, ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი (ხელმძღვანელი ტარიელ ხუციშვილი), ხალხურ საკრავთა ანსამბლი (ხელმძღვანელი მალხაზ ქოიავა), გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი (ხელმძღვანელი დალი დაბრუნდაშვილი), ქორეოგრაფიული ანსამბლი „არსიანი“ (ხელმძღვანელი ჯონი დუგლაძე) მონაწილეობდნენ. 

მოეწყო სამხატვრო სტუდიის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა, სტუდიის ხელმძღვანელი გაიოზ ზანდარაშვილია.
ბოლოს კი, ყველა კლასმა, დამრიგებელთა ხელმძღვანელობით და მშობელთა თანადგომით, შემოდგომის მრავალფეროვნება და საქართველოს ყველა კუთხისათვის დამახასიათებელი ნაირსახეობანი წარადგინეს. როგორც გიმნაზიაში ამბობენ, ბავშვებმა, რომლებმაც აფხაზეთი წარმოადგინეს, სიყვარულის, მეგობრობისა და ერთიანობის გზავნილი გაუგზავნეს თავიანთ აფხაზ თანატოლებს.

ყველა აქტივობამ უდიდესი წარმატებით ჩაიარა და სასკოლო საზოგადოებაზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. 
 
„ფესტივალი დაფუძნდა 2011 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით და ყოველი წლის ოქტომბერში იმართება გიმნაზიაში.
წლევანდელი ფესტივალი მნიშვნელოვანი სიახლით, გიმნაზიის ეზოში, ვრცელი ღია საკონცერტი სცენით შეეგება ფესტივალის მონაწილეებს და სტუმრებს. სცენის მშენებლობა საკუთარი სახსრებითა და კეთილი ადამიანების თანადგომით, რეკორდულ ვადებში (ორ კვირაში) განხორციელდა.

მეტად ემოციური იყო ჩვენი ფერეიდნელი მოსწავლეების ბაბუის რეზო დავითაშვილის სიტყვა, რომელიც სცენიდან მიმართა ზეიმის მონაწილეებს და სამშობლოს სიყვარულისკენ მოუწოდა (კადრებს ამ გამოსვლიდან უახლოეს ხანში შემოგთავაზებთ).

შემოდგომის ზეიმზე ტრადიციულად თონეში გამოცხვა პური, გამოიხადა არაყი, მოდუღდა თათარა, ამოივლო ჩურჩხელები, მოიხარშა ხინკალი, შამფურებზე შეიწვა მწვადი, ქვევრიდან დაჭაშნიკდა ღვინო.

საშემოდგომო ზეიმს მოსწავლეთა მშობლებთან და ოჯახის წევრებთან ერთად უამრავი სტუმარი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ: აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, კულტურისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, ნუგზარ მგალიბლიშვილი, ქართველების პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი, პარლამენტის ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი, საპატრიარქოს ოფიციალური ვებგვერდის ხელმძღვანელი არქიმანდრიტი მიქაელ ბრეგვაძე, თბილისის სახელმწიფო კონსერვსტორიის პროფესორი რუსუდან ხორავა. სტუმრები ხულოდან ცნობილი ექიმი გოჩა თავართქილაძე და საზოგადოება „სამშობლოს“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, პოეტი ზია საგინაძე... საზოგადო მოღვაწე აფხაზეთიდან მანანა სოტკილავა, სასულიერო პირები, საპატრიარქოს თანამშრომლები... საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები, ლოტკინის უბნის მცხოვრებლები, წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის ტაძრის მრევლი.
შემოდგომის საღამოს ორგანიზებას უწევდნენ სკოლა პანსიონის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნანა /ციცინო/ ანთაძე და კლასგარეშე მუშაობის მენეჯერი რუსუდან რევაზიშვილი და ნათია პაპინაშვილი.
შემოდგომის ზეიმი გვიან საღამომდე გაგრძელდა“,- გვიყვებიან გიმნაზიაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც გაიწერა ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამა

პიროვნება
სკოლები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება