„შვილების საგანმანათლებლო პროცესში მშობელთა ჩართულობა Izrune.ge-ს უმთავრესი ღირსებაა“ - ძველი თბილისის სკოლების დირექტორები
15-05-2018
დაკოპირებულია
-
+
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, Izrune.ge-ს პრეზენტაცია იმართება, რომელსაც „ეტალონის“ ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება. შეხვედრას ძველი თბილისის სკოლების დირექტორები ესწრებიან.
მათ ახალი პროექტი მოიწონეს და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ შვილების საგანმანათლებლო პროცესში მშობელთა ჩართულობა Izrune.ge-ს უმთავრესი ღირსებაა.
შეხვედრაზე გოჩა ტყეშელაშვილმა სკოლების დირექტორებს ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ სტატისტიკა და შედეგები გააცნო. ამასთან „ეტალონის“ ავტორმა და წამყვანმა დირექტორებს სერთიფიკატები გადასცა იმ მოსწავლეებისთვის, ვინც ინტელექტ-ჩემპიონატის პირველ ტურში მონაწილეობისას 50%-იანი ბარიერი გადალახა.
შეგახსენებთ, რომ ახალი საიტი Izrune.ge გასული წლის ოქტომბერში გამოჩნდა ინტერნეტსივრცეში. მისი მიზანია მშობლის ჩართულობის გაზრდა შვილის აღზრდა-განათლება-წახალისების პროცესში. მოსწავლეებს აქვთ საშუალება, საკუთარი კლასის შესაბამისად ყოველდღიურად ივარჯიშონ მათთვის სპეციალური ალგორითმით შექმნილ უნიკალურ ტესტებში, გაიმეორონ და გაამყარონ განვლილი მასალა, ხოლო თავის მხრივ, მშობლებს და არა მარტო მშობლებს, არამედ მთლიანად ოჯახს, აქვს საშუალება, თვალყური მიადევნოს ბავშვის განვითარებას, მონაწილეობა მიიღოს მისი აღზრდა-განათლების და წახალისების პროცესში, იამაყოს მისი მიღწევებით. იხილეთ ფოტოები