სიახლეები
სკოლები

„წიგნი და შემოდგომის სიმფონია“ - ბათუმის N8 სკოლის ბიბლიოთეკაში მესამეკლასელებმა ხელნაკეთი წიგნების გამოფენა მოაწყვეს
24-10-2023
-
+


ბათუმის N8 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. პედაგოგები ბავშვებს კითხვის მიმართ ინტერესს დაწყებითი კლასებიდანვე უღვივებენ. სწორედ ამიტომ, ისინი სკოლის ბიბლიოთეკას ხშირად სტუმრობენ.

ამჯერად, ბიბლიოთეკას მე-3 კლასის მოსწავლეები დამრიგებლის - ლეილა ღვინტიძის ხელმძღვანელობით ეწვივნენ.

გაკვეთილის თემა: „წიგნი და შემოდგომის სიმფონია“ გახლდათ. მესამეკლასელები საინტერესო ნაწარმოებებს გაეცნენ, შემოდგომაზე ლექსები წაიკითხეს და ცოდნა ერთმანეთს გაუზიარეს.

„მოსწავლეები მოეფერნენ წიგნსა და შემოდგომას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მათ ასევე ხელნაკეთი წიგნების გამოფენა მოაწყვეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

აქტივობაში ისინი დიდი მონდომებითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობები ტარდება.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც გაიწერა ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამა

პიროვნება
სკოლები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება