მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N133 საჯარო სკოლაში, უმნიშვნელოვანესი და ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც თბილისის 6 სკოლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრა 20 ოქტომბერს, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში მოეწყო.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ ტექნიკის კონკურსში გამარჯვების შემდეგ, სკოლამ, ნაკისრი ვალდებულება პირნათლად შეასრულა და პროექტის პარტნიორ თუ არაპარტნიორ 6 სკოლას უმასპინძლა.
სკოლას, თბილისის N154, N141, N32, N129, N149 და N45 სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგები და თვითმმართველობის წარმომადგენლები სტუმრობდნენ.
სასკოლო საზოგადოებამ, სტუმრებს საინტერესო და ნაყოფიერი სკოლის ტური შესთავაზა. ისინი დაესწრნენ ეკოკლუბის შეკრებას და გაეცნენ საკლუბო მუშაობის უშუალო პროცესს, ასევე, სტუმრები ეწვივნენ ბიოლოგიის და ქიმიის პედაგოგებს და დაესწრნენ მათ საინტერესო გაკვეთილებს.
სტუმრებმა, „მაგთის ოთახში“, ციფრულ ლაბორატორიაში თვალი მიადევნეს მათემატიკის სახალისო და შემეცნებით გაკვეთილს და თავადაც მიიღეს მონაწილეობა სახალისო აქტივობებში.
სკოლის ტური მყუდრო ბიბლიოთეკის მონახულებით და სამკითხველო საათზე დასწრებით დასრულდა, რომლის ფარგლებშიც მასპინძელმა მკითხველთა კლუბელებმა და სტუმრებმა გაცვალეს ლიტერატურული შეხედულებები და მოსაზრებები.
შეხვედრის ბოლოს, სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ახალმა თავმჯდომარემ - დეა კვირკველიამ სტუმრებს გაუზიარა თვითმმართველობის მუშაობის პრაქტიკა, დაგროვილი გამოცდილება და წარმატებული პროექტების შესახებ ინფორმაცია.
ასევე სამოქალაქო განათლების კლუბის „მომავლის თაობის“ თავმჯდომარემ - თათა სამუშიამ და მოადგილემ - სოფო სანამიანმა საიმიჯო კლიპით და საინტერესო პრეზენტაციით გაუზიარეს თანატოლებს კლუბის მუშაობის სპეციფიკა და წარმატებული პრაქტიკა .
პანელური დისკუსია გამოცდილების გაზიარებით დაგვირგვინდა, შეხვედრაზე დაიგეგმა საერთო კოლაბორაციული პროექტები, რომლებსაც უახლოეს მომავალში განახორციელებენ.
სკოლაში, სტუმრებს მადლობას უხდიან სტუმრობისა და საინტერესო შეხვედრისთვის
„მადლობა სტუმრებს ვიზიტისთვის, საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს
2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც გაიწერა ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამა
„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს
ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ