სიახლეები
სკოლები

„ფოთოლთა ზეიმი“ - გუდაურის საჯარო სკოლის მეორეკლასელთა მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ინტეგრირებული გაკვეთილი
24-10-2023
-
+


ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლები მრავალფეროვანი აქტივობებით ცდილობენ სასწავლო პროცესი სახალისო გახადონ.

მათ შორის აღსანიშნავია მე-2 კლასში ჩატარებული საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი, რომელიც მოსწავლეებს პედაგოგმა თამარ მწითურმა შესთავაზა. 

აღნიშნული გაკვეთილის შესახებ მოგვითხრობს მეორე კლასის მასწავლებელი თამარ მწითური:

„გაკვეთილი მივუძღვენი შემოდგომას. „ფოთოლთა ზეიმი“ - ასეთი იყო გაკვეთილის თემა. გაკვეთილზე საგანთა ინტეგრირება და საგაკვეთილო თემების - შემოდგომის თვეები, შემოდგომის ფერები, ურთიერთკავშირი მოხდა. 

გავედით სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. დავათვალიერეთ და დავაკვირდით ხეებს, ბუჩქებს, ბალახებს. ვისაუბრეთ. ბავშვებმა გამოთქვეს თავისი აზრი ფოთლების სხვადასხვა ფერსა და ფორმაზე. 

ჩემი მიზანი იყო შემემოწმებინა, რამდენად სწორად მეტყველებენ ბავშვები, შეუძლიათ თუ არა მარტივი ზეპირი ინსტრუქციების შესრულება, ნაცნობ თემაზე ინფორმაციის გადმოცემა. დაკვირვების შედეგად შევქმენით სხვადასხვა აქტივობები. მონდომებით იშრომეს, იფუსფუსეს და იხალისეს ჩემმა მეორეკლასელებმა“,- გვიყვება მასწავლებელი. 

გაკვეთილი მოსწავლეებისთვის მართლაც მეტად სახალისო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც გაიწერა ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამა

პიროვნება
სკოლები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება