სიახლეები
სკოლები

დადეშის საჯარო სკოლის სამი მოსწავლე საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის კომპიუტერით დასაჩუქრდა  
24-10-2023
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დადეშის საჯარო სკოლის სამი წარჩინებული მოსწავლე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდა. 

ლარისა კანციანს, ბორის თუმასიანსა და იულია ზაქარიანს ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ისინი შრომისმოყვარე, მიზანდასახული და ნიჭიერი მოსწავლეები არიან.

სკოლის ყველა პედაგოგი მოსწავლეთა წარმატებით ამაყობს და წინსვლას უსურვებს.

„ეს ჯილდო მოსწავლეებს უფრო მეტად აღუძრავს მოტივაციასა და უკეთ სწავლის სურვილს“,-ამბობენ ბავშვების მასწავლებლები.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც გაიწერა ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამა

პიროვნება
სკოლები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება