სიახლეები
სკოლები

ნახუნაოს საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ჭადრაკში პირველობა ჩატარდა 
24-10-2023
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნაოს საჯარო სკოლაში, ჭადრაკში 2023 წლის შემოდგომის სეზონის სასკოლო პირველობა გაიმართა. 

ტურნირი 23 ოქტომბერს ჩატარდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ტურნირი სამეგრელოს რეგიონის კოორდინატორის - ია დანელიას წერილის საფუძველზე გაიმართა.

მსაჯი მალხაზ ძიძიგური გახლდათ, შეხვედრის ორგანიზატორი კი, პედაგოგი -  დავით პირტახია.

აღსანიშნავია, რომ ტურნირში მონაწილეობდა სამი ასაკობრივი ჯგუფი: 

1 ჯგუფი - 1-ელი, მე-2, მე-3 კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული, შემდეგი შემადგენლობით: მათე ზარქუა, გიორგი ცანავა, ელენი ქურდიანი, მართა ფირცხალავა, ბარბარე ძიძიგური და ბარბარე ზარქუა. 

2 ჯგუფი - მე-4, მე-5, მე-6 კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული, შემდეგი შემადგენლობით : ბარბარე ცანავა, მარიამი კალანდია, ნია სართანია, ავთა სართანია, თემურ ძიძიგური, ჯემალ ცხოიძე და ეკატერინე ფირცხალავა. 

3 ჯგუფი - მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული, შემდეგი შემადგენლობით: გიორგი ჭილაია, რომეო სიგუა, ლევანი ფირცხალავა, ლუკა ჭილაია, ლუკა სიგუა და გიული ფირცხალავა.

აღსანიშნავია, რომ ტურნირში სულ 19 მოსწავლე მონაწილეობდა. შეხვედრამდე წილისყრა ჩატარდა, რის საფუძველზეც გაირკვა თუ ვინ ვის შეხვდებოდა და ვინ დაიწყებდა თეთრებით.

ტურნირის პირობები შემდეგნაირი გახლდათ:

პირველ ტურზე მონაწილეები ითამაშებდნენ სამ პარტიას 2 მოგებამდე, თუ 2 პარტია დასრულდებოდა ყაიმით, გადამწყვეტი იქნებოდა 3 პარტია. ხოლო მეორე და შემდგომი ტურში კი, ითამაშებდნენ ერთ პარტიას, მოგებული აგრძელებდა თამაშს ფინალში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაძაბული და საინტერესო შეხვედრა აჩვენეს მოსწავლეებმა: გიული ფირცხალავამ და ლუკა ჭილაიამ, ეკატერინე ფირცხალავამ და ავთა სართანიამ, მართა ფირცხალავამ და ბარბარე ძიძიგურმა, თუმცა ფინალში გავიდნენ:

ელენი ქურდიანი - II კლასი (1 ასაკობრივი ჯგუფი), თემური ძიძიგური - VI კლასი (2 ასაკობრივი ჯგუფი) და გიორგი ჭილაია - VII კლასი (3 ასაკობრივი ჯგუფი). 

ფიანლისტები, სკოლის სახელით იასპარეზებენ სარაიონო პირველობაზე ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით.

ორგანიზატორი და ასპარეზობის მსაჯი მალხაზ ძიძიგური ფინალისტებს უსურვებენ შემდგომ წარმატებებს.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც გაიწერა ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამა

პიროვნება
სკოლები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება