სიახლეები
სკოლები

„მოსწავლე მასწავლებლის სარკეა“ - ღების საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო ხუსკივაძე
24-10-2023
-
+


ნინო ხუსკივაძე ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის მოსწავლეებზე უსაზღვროდ შეყვარებული პედაგოგია, რომლისთვისაც პროფესიული წარმატება განათლებული, ღირსეული და ზრდილობიანი ახალგაზრდების აღზრდაა. როგორც თავად ამბობს, მოსწავლეები არიან მასწავლებლის სარკე - ამ იდეით კი, უკვე წლებია პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა და განათლების სადარაჯოზე  დგას. 

Etaloni.ge გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ ნინო ხუსკივაძესთან.

- მიმდინარე სასწავლო წელს მაქვს მოლოდინი...

- ჩემ მიერ დაგეგმილი სასწავლო პროცესი მომცემს საშუალებას გაკვეთილი წავმართო მოსწავლეებისათვის საინტერესოდ და ეფექტურად. შესაბამისად, მოსწავლეების ცოდნა და უნარები უფრო ამაღლდება და გაჯერდება. ასევე მაქვს მოლოდინი, ეს სასწავლო წელი იქნება სიახლეებით სავსე, როგორიცაა: აქტივობები, ტრენინგები, პროექტები და ა.შ. 

- მასწავლებლისთვის წარმატება არის...

- წარმატებული პედაგოგი მაშინ ხარ, როდესაც ზრდი მოტივირებულ, ცოდნით გაჯერებულ და ზრდილობით აღსავსე ახალგაზრდებს. არსებობს გამოთქმა - „თვალები სულის სარკეაო“, ჩემთვის მოსწავლეები არიან მასწავლებლის სარკე. ვერცერთი პროფესიული სტატუსი, ვერ გახდის პედაგოგს წარმატებულს, პირადი ცოდნა ჩემთვის წარმატების საწინდარი არაა. მე თავს წარმატებულად მაშინ ვიგრძნობ, როცა ჩემს მოსწავლეებს დავინახავ თავის ცხოვრებისეულ თუ პროფესიულ გზაზე წარმატებულად.

- მოსწავლეს საგანი რომ შეაყვარო, აუცილებელია...

- მოსწავლისათვის იყო მშობელიც, პედაგოგიც, მეგობარიც, მესაიდუმლეც და თანამოაზრეც, ასევე იყო შენი საქმის პროფესიონალი, შეგეძლოს მოსწავლეებზე ადაპტირება, ისაუბრო მათვის გასაგებ ენაზე და იზრუნო თითოეული მათგანის აქტიურ ჩართულობაზე საგაკვეთილო პროცესში.

- მოსწავლეებს ხშირად ვურჩევ...

- ყველა პედაგოგისაგან შეითვისონ ის უზღვავი მასალა და ცოდნა რასაც აძლევენ, იყვნენ ბეჯითები და სრულყოფილად თუ არა ნაწილობრივ, მაინც შეისწავლონ თითოეული საგანი. მათ არ იციან სკოლის დასრულების შემდეგ, როგორ საზოგადოებაში მოუწევთ ცხოვრება და როგორ პიროვნებებთან ექნებათ კომუნიკაცია, შესაბამისად ადამიანს სჭირდება ყოველმხრივი ცოდნა, რათა ადვილად გაიკვლიონ გზა ნებისმიერ საზოგადოებაში.

- სიახლე, რომლის დანერგვასაც განათლების სისტემაში ვისურვებდი...

- კონკრეტული იდეა არ მაქვს, თუმცა ჩემი აზრით, არ შეიძლება, მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა ცვალოს განათლების სისტემის რეფორმები, ხშირად ასეთი გადაწყვეტილებები არც თუ ისე კარგად აისახება მოსწავლეებზე, ვფიქრობ, ყველა სიახლე უნდა იქნეს პედაგოგებთან და მოსწავლეებთან ერთად განხილული, გაანალიზებული და ამის შემდეგ განისაზღვროს ახალი სიახლის ეფექტურობა.

- როდესაც მასწავლებლობას ვიწყებდი, ვერ წარმოვიდგენდი რომ...

- წარმოუდგენელი სიახლე, რომელმაც გამაოცა, ჩემს კარიერაში არ ყოფილა. ბავშვობიდან მსურდა ვყოფილიყავი პედაგოგი, შესაბამისად მქონდა მზაობა და მოლოდინები ჩემს პროფესიაში.

- პროფესიული განვითარებისთვის საჭიროა...

- ბევრი შრომა, მუდმივი სწავლა და ცოდნის გაღრმავება, სიახლების გაცნობა, პროფესიული უნარების პერიოდული დახვეწა, მოსწავლეებთან მჭიდრო კომუნიკაცია და მათზე მორგებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა და განხორციელება.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც გაიწერა ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამა

პიროვნება
სკოლები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება