მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულთა წახალისების წესის დამტკიცების შესახებ“ ახალგორის საკრებულოს დადგენილებაში ცვლილება შევიდა, რომელიც ითვალისწინებს იმ ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებული მოსწავლის 500 ლარის ოდენობით წახალისებას, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულაა 10 დამრგვალების გარეშე, იღებს ოქროს მედალს და შესაბამის სერტიფიკატს.
აღსანიშნავია რომ პროგრამა ვრცელდება როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლების მოსწავლეებზე.
ახალგორის მუნიციპალიტეტში განმცხადებელმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე:
ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) დაბადების მოწმობის ასლი ან/და კანონიერი წარმომადგენლის დამადასტურებელი დოკუმენტი, მინდობილობა/რწმუნებულება (იმ შემთხვევაში, თუ წახალისების მიმღები პირი არასრულწლოვანია);
დ) სრული ზოგადი განათლების ატესტატი;
ე) ოქროს მედლით დაჯილდოების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) ახალგორიდან იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილი) მოწმობის ასლი;
ზ) წახალისების მიმღები პირის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის სახელზე გახსნილი საბანკო ანგარიშის ნომერი, გაცემული კანონით დადგენილი წესით.
დაფინანსების თაობაზე ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შესულ განცხადების განიხილავს გამგეობის განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახური განცხადების რეგისტრაციიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.
„დაფინანსება ხორციელდება ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ოქროს მედალზე კურსდამთავრებულთა წახალისების ქვეპროგრამით (კოდი 0403), უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, თანხის წასახალისებელი პირის ან კანონიერი წარმომადგენლის ანგარიშზე ჩარიცხვით“, - ნატქვამია დადგენილებაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„თუკი აბიტურიენტები განაცხადს/დოკუმენტს არ წარმოადგენენ შესაბამის ვადებში, ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში“
4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი