სიახლეები
სკოლები

„ფიზიკა, ქიმია და ეკოლოგია“ - ძველი ქანდის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, პროექტის ფარგლებში, სასწავლო ექსკურსია მოეწყო
26-10-2023
-
+


მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ქანდის საჯარო სკოლის მოსწავლეთათვის, მათი მრავალმხრივი განვითარების მიზნით, საინტერესო, სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიები და გასვლით აქტივობები ეწყობა.

ამჯერად, 20 სექტომბერს, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, შემოდგომის ლამაზ და მზიან დღეს სასწავლო-შემეცნებითი პროექტის - „ფიზიკა, ქიმია და ეკოლოგია“ ფარგლებში, პედაგოგ მაყვალა იაკოფოვის ხელმძღვანელობით, მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში სასწავლო ექკსურსია მოეწყო.

ექსკურსია მიზნად ისახავდა მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში, სახელმწიფო სამხედრო გზის მიმდებარე სამრეწველო, სამეურნეო  საწარმოებისა და ისტორიული ძეგლების დათვალიერებას.

მოსწავლეებმა პედაგოგთან ერთად, „შუაგულის“ სანერგე მეურნეობა დაათვალიერეს. ისინი ასევე გაეცნენ წეროვანთან მდებარე მუყაოს მაკულატურის გადამმუშავებელ ქარხანაში ეკოლოგიურად სუფთა მუყაოს წარმოების ტექნოლოგიურ პროცესს და ქარხნის მიერ გამოშვებული პროდუქციის სახეებს.

მათ ასევე ნახეს მდინარე არაგვის შუა წელში აგებული ჟინვალის ჰიდროელექტროსადგურის წყალსაცავი,  კაშხალი. დათვალიერეს ანანურის ციხის სამონასტრო კომპლექსი.

აღნიშნული ექსკურსიისგან გამოწვეულ ემოციებსა და შთაბეჭდილებებს სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები - თათია ჩუგიანოვი და მარიამ რუბანოვი გვიზიარებენ. 

„ჩამოთვლილი ობიექტების შესახებ წინასწარ მოვიძიეთ ინფორმაცია. ექსკურსიის დროს კი უფრო გავიღრმავეთ ცოდნა მასწავლებლის მეცნიერულ დონეზე მოწოდებული ინფორმაციით. დავტკბით არაგვის ხეობის ბუნების სილამაზით, ჰაერის და გარემოს ეკოლოგიური სისუფთავით“, - გვიყვებიან სკოლის მოსწავლეები.

ამის შემდგომ კი ბავშვებს მასწავლებელმა ჩაფიქრებული სიურპრიზი გაუმხილა და ექსკურსია დაბა ჟინვალის მეზობლად მდებარე სოფელ ჩინთში განაგრძეს.

„აქ ჩვენ ვესტუმრეთ ვესტუმრეთ ბატონ ნუგზარ წიკლაურს, ჩვენი სკოლის საამაყო კურსდამთავრებულს, განათლებულ, ნიჭიერ, პატრიოტ, მეცენატ პიროვნებას. 90-იანი წლების მძიმე პერიოდში მან მზრუნველობა გამოიჩინა ჩვენი სკოლისადმი“, - ამბობენ თათია ჩუგიანოვი და მარიამ რუბანოვი.

მან, როგორც გვიყვებიან,  სკოლას ჩაუტარა კაპიტალური რემონტი, შეუძინა სასკოლო ინვენტარი, თანხას ურიცხავდა საკანცელარიო მასალების შესაძენად და მოსწავლეებს ურიგებდა საახალწლო საჩუქრებს.

„ამჯერად აღფრთოვანებული დავრჩით ბუნების საერთო სილამაზესთან შერწყმული, მისი მოწყობილი მუზეუმის დარი ეზო-კარით, არაგვის სანაპიროსთან აშენებული საბანაო აუზებით. სამსართულიანი  სახლის შიგნით მთელ სიმაღლეზე წრიული კიბის მიყოლებით მთელ კედლებზე აღბეჭდილი უძველესი ისტორიული ცივილიზაციის ამსახველი ბარიელიფებით. მან თბილად მიგვიღო“, - გვიყვებიან მეთერთმეტეკლასელები.

კურსდამთავრებული ასევე სტუმრებს ესაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია ადამიანის გონებას, ფიქრს, აზროვნებას, ხელს შექმნას საოცრებები, რომელსაც მოვლა და გაფრთხილება სჭირდება.

„უძველესი ცივილიზაციები  დაანგრია უგუნო ადამიანების მიერ გაჩაღებულმა ომებმა. ის რაც დღეს ჩვენ გვაქვს მომავალ თაობებს რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ძველ ცივილიზაციად რომ არ მოეჩვენოთ, უნდა გავუფრთხილდეთ. არ დავუშვათ უგუნურმა ქვეყნებმა განახორციელონ დამანგრეველი საომარი მოქმედებები. უნდა დავიცვათ დედამიწა, მისი ბუნება, ჰაერი. ვიზრუნოთ მათ ეკოლოგიურ სისუფთავეზე“, - ამბობენ მოსწავლეები თათია ჩუგიანოვი და მარიამ რუბანოვი.

მოსწავლეები დიდ მადლობას უხდიან მათ მასპინძელს ნუგზარ წიკლაურს თბილი დახვედრისთვის და მზრუნველობისთვის და ყველა ადამიანს, რომელმაც ამ ექსკურსიის განხორვიელებაში წვლილი შეიტანა.

„ჩვენი სკოლის მოსწავლეთა კოლექტივის სახელით უღრმეს მადლობას ვუხდით ბატონ ნუგზარს გაწეული ყურადღებისა და მზრუნველობისათვის. ასევე, დიდ მადლობას ვუხდით ბინების მშენებელ ბიზნესმენს, ბატონ გოდერძი ოსიპოვს, რომელმაც პატივისცემა გამოიჩინა საკუთარი მასწავლებლისადმი და დაგვიფინანსა ეს ექსკურსია. მადლობას ვუხდით მიკრო ავტობუსის მძღოლს, სოსო ძიას საუკეთესო მომსახურეობისათვის“, - აღნიშნავენ XI კლასის მოსწავლეები თათია ჩუგიანოვი და მარიამ რუბანოვი.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც გაიწერა ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამა

პიროვნება
სკოლები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება